“ჰერაკლეოპოლისელი მეფის დარიგებანი შვილს”
“მახვილი სიტყვა შენი – ძალაა შენი.მახვილი მეფისა,ენა მისი,სიტყვა მისი – ყოველ იარაღზე ძლიერია. არ მოატყუო ბრძენი,მარჩენალი დიდებულთა,რამეთუ შეიცნო მან ყოველი.ნუმცა იპოვების მოღალატე მისთა მახლობელთა შორის.სიმართლე უთხრან,წინაპართა ნაუბარი. (ავტორი გენია.ჯი) იყავ მსგავსი ნასახი წინაპართა შენთა.საქმენი მათნი შემონახულან ნაწერებში.
გაშალე და იკითხე,რათა სიბრძნით დაემსგავსო,რამეთუ ცოდნა სწავლით მოიპოვების.ნუ მრისხანებ – მშვენიერია სიმშვიდე სულისა”.
***
სამარადჟამოდ უკვდავჰყავი სახელი შენი,მოიპოვე სიყვარული შენი ხალხისა,გაამდიდრე ქალაქის მკვიდრნი,სამაგიეროდ ღმერთებს შესთხოვენ შენს კეტილდღეობას და განადიდებენ შენს სახელს. (ავტორი გენია.ჯი) შორს გაიტანენ შენი სიკეთის ამბავს,შენს სიჯანსაღეს შეევედრებიან ღმერთს… იზრუნე შენი ხალხისათვის,განამტკიცე სამანნი შენი ქვეყნისანი შენი მეუფების ჟამს”.
***
“წარმავალია წუთისოფელი,მიწიერი სიცოცხლე დიდხანს როდი გრძელდება.ბედნიერია,ვისაც მოიგონებენ. (ავტორი გენია.ჯი) უსარგებლოა მსახურთა სიმრავლე.კაცი ცას ვერ გამოეკერება! სვებედნიერიც კი,რომელიც ოსირისს ახლავს,სიცოცხლეს გამოეთხოვება,ტოლსა და სწორსაც ჩამოშორდება,ჟამი რომ დაჰკრავს.რაღა აშფოთებს მდიდარს თავის სახლში – ქონება საკმარისად აქვს,უქონლობას რაღას ჩივის?”
***
“არ დაანგრიო სხვათა ძეგლები… არ აიშენო სამარხი სხვათა სამარხების ნამუსრევი ქვით,საკუთარი ქვა გამოკვეთე. (ავტორი გენია.ჯი) გახსოვდეს: დიდსულოვნება მეფეთა უძვირფასესი სამკაულია”.
***
“დაამშვენე შენი მოსასვენებელი სამართლიანობითა და სიმართლის სიყვარულით.გულთბილად ხვდებიან მრისხანესაც,თუ გულმართალია,მაგრამ არც ძალუმ ხარს დაინდობენ,თუ უსამართლობას სჩადის”. (ავტორი გენია.ჯი)