ალბრეხტ დიურერი – “მოგვთა თაყვანისცემა”
“მოგვთა თაყვანისცემა” - ინგლისურ ენაზე “The Aboration of Magi”,წარმოადგენს გენიალურ სურათს დახატულს 1504 წელს,უდიდესი გერმანელი ფერმწერის,გრაფიკოსისა და ხელოვნების თეორიტიკოსის -ალბრეხტ დიურერისა (1471-1528 წლები).სურათი დახატულ იქნა ხეზე ზეთის საღებავით.მისი სიმაღლე 99 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 113,5 სანტიმეტრი.სურათის დახატვა დიდებულ მხატვარს შეუკვეთა,ცნობილმა საქსონიელმა კურფურსტმა ფრიდრიხ II-მ,მისივე ვიტენბერგში მდებარე ციხე-სიმაგრის ეკლესიის საკურთხევლისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული სურათი დიურერის შემოქმედების 1494-1505 წლების პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის მიჩნეული (ამ პერიოდში მხატვარმა ორჯერ იმოგზაურა იტალიაში).სურათის რელიგიური სიუჟეტის აქცენტები მხატვარმა,სხვა იმ პერიოდის მხატვრებისაგან განსხვავებით სხვაგვარად გამოსახა და მასზე უფრო მკვეთრად არის გამოსახული ის მოგვები,რომელთაც “თაყვანი სცეს” უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს მიწიერ მოვლინებას.გარდა ამისა,სურათის უკანა ფონზე გამოსახულია ანტიკური ხანის ნანგრევები,რომლებიც მხატვრის მოსაზრებით თანმიმდევრული კავშირი გახლდათ ძველი და ახალი განვითარებისა,რომელმაც საბოლოო ჯამში მოგვცა ქრისტიანული რელიგია,როგორც უმთავრესი შემადგნელი ნაწილი კლასიკური სამყაროსი. 1603 წელს კრისტიან II საქსონიელმა ალბრეხტ დიურერის დიდებული სურათი “მოგვთა თაყვანისცემა”,საჩუქრად გადასცა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს – რუდოლფ II ჰაბსბურგს.1792 წლამდე სურათი დაცული იყო საიმპერატორო კოლექციაში მანამ,სანამდე უფიცის დიდებული გალერეის დირექტორმა – ლუიჯი ლანცმა იგი არ გადაცვალა,ფლორენციული სკოლის დიდებული წარმომადგენლის – ფრა ბართოლომეოს მიერ შექმნილ სურათზე. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით ალბრეხტ დიურერის დიდებული შედევრი – “მოგვთა თაყვანისცემა” დაცულია ფლორენციაში მდებარე,მსოფლიოში ცნობილ “უფიცის გალერეაში” და დღემდე უდიდეს ინტერესსა და მოწონებას იწვევს მნახველში.