გრიგოლ ბაკურიანის ძე – “ეპიზოდი”
XI საუკუნის გამოჩენილმა ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა - გრიგოლ ბაკურიანის ძე-მ,რომლის სახელიც დაკავშირებულია ბულგარეთში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი მონუმენტის და ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მართლმადიდებლური მონასტრის აღმოსავლეთ ევროპაში – “პეტრიწონის მონასტრის” დაარსებაში (1083 წელს).მიუხედავად იმისა,რომ ბერძენთა გარემოში გაიზარდა და მათი სახელმწიფოს ძლიერებისათვის თავს არ ზოგავდა,მათ (ბერძნებს) ამ ულამაზეს სავანეში მოღვაწეობას კატეგორიულად უკრძალავდა,რამეთუ აღნიშნული მონასტერი მან თავის თვისტომთათვის – ქართველებისათვის ააგო,გარდა ამისა მას დიდი უნდობლობა გააჩნდა ბერძნების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ამ საკითხის ირგვლივ გრიგოლ ბაკურიანის ძე ტიპიკონში საგანგებოდ აღნიშნავდა:
“მე ვურჩევ ყველა ამ მონასტერში მყოფს და უმტკიცესი დადგენილებით ვაწესებ,რომ არასოდეს ჩემს მონასტერში ბერძენი ხუცესი ან მონაზონი არ იქნეს დამკვიდრებული გარდა ერთი მდივნისა,რომელსაც იცის წერა და რომელიც ხანდახან მთავრებთან გაგზავნის წერილს წინამძღვრისგან და მათთან გაგზავნილს უკან დაიბრუნებს და მონასტრის საქმეებს წარმართავს.ბერძნები მოძალადენი არიან,უპირონი და ანგარნი და მონასტერს რაიმე გაჭირვებას და ვნებას შეამთხვევენ ან ვინმე მოწინააღმდეგეს დააყენებენ ადგილზე,რომელიც შეეცდება იქ გაბატონდეს,ან მამასახკისობა თვითონ მიითვისოს,ან სხვა რაიმე დაწყევლილი სასაბით მონასტერი მიიჩემოს,რაც ხშირად გვინახავს მათგან ჩადენილი ჩვენი ტომის გულუბრყვილობისა და გულმართლობის წყალობით”.