ნოე რამიშვილი – “ბოლშევიზმისა და ფაშიზმის შესახებ”

“ბოლშევიზმი სოციალიზმისაგან კიდევ უფრო შორს დგას,ვინემ ეს იყო ანარქიზმი…  ბოლშევიზმი სოციალიზმთან ვერ მორიგდება,ერთი სხვაა,მეორე სხვაა,შუაში უდევს დიდი ზღვარი.

რუსული კომუნიზმი უტოპიაა,თანამედროვე კულტურასთან და კაცობრიობის განვითარებასთან მას საერთო არაფერი აქვს და მხოლოდ მის დამონებას ემსახურება.

ბოლშევიზმი და ფაშიზმი მსოფლიო ომით გამოწვეული არევ-დარევით სულდგმულობს.მათი სტიქია ანარქიაა… ბოლშევიზმმა ხელი შეუწყო ფაშიზმის წარმოშობა-განვითარებას,ხოლო უკანასკნელი ახალ ნიადაგს ამზადებს კომუნიზმს (ავტორი გენია.ჯი).ძალდატანება და ტერორი – ასეთია მათი საერთო გზა”.