“შავი კოდექსები”
“შავი კოდექსები” - ინგლისურ ენაზე “Black Codes”.ამ ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ დისკრიმინაციულ საკანონმდებლო აქტებს,მიღებულს ამერიკის შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მე-XIX საუკუნეში.აღნიშნული აქტები გავრცელებული იყო,როგორც ამერიკის ჩრდილოეთ შტატებში,ასევე სამხრეთ შტატებშიც.ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე პირველი აფრიკელი მონები ესპანელებმა 1526 წელს ჩაიყვანეს და იმ პერიოდიდან მოყოლებული ამ პროცესმა მასიური სახე მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად მე-XVI-XIX საუკუნეებში კონტინენტზე 12 მილიონამდე მონაჩაიყვანეს,რომელთაგან 645 000 მონა – თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.შავკანიანი მონების მომატებასთან ერთად მკვეთრად დაეცა მათი ფასი.სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და იარაღის არარსებობასთან ერთად,პლანტაციების ზომაც ძალიან გაიზარდა.ამიტომ თითოეულ ასეთ ნაკვეთში ათეულობით ადამიანის მუშაობა იყო საჭირო.”შავი კოდექსში” დაკანონდა შავკანიანი მოსახლეობის” ყოველმხრივ უუფლებო მდგომარეობა.აფრიკელი მონა მებატონის სრულ და სამუდამო საკუთრებაში გადადიოდა.შავკანიანი მოსახლეობის შვილები ასევე ავტომატურად მონებად იბადებოდნენ და მშობლების ბედს იზიარებდნენ.მონებს არ ჰქონდათ ვაჭრობის უფლება,განათლების მიღების უფლება. (ავტორი გენია.ჯი) მონათმფლობელის გარეშე ეკრძალებოდათ ალკოჰოლური სასმელის დალევა,მათთვის ასევე აკრძალული გახლდათ პლანტაციებიდან გასვლა,იარაღის ტარება,ძაღლის ყოლა,ცხენის ქირაობა,შეკრებათა მოწყობა და თეთრკანიანი მოქალაქის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.ნებისმიერ შავკანიან მონას პლანტატორი ნივთად აღიქვამდა და არა ადამიანად.მათ პრაქტიკულად არავითარი უფლება არ გააჩნდათ და მონების ბედს მხოლოდ მათი ბატონი განაგებდა.მონები ცხოვრობდნენ უმცირესი ზომების მქონე ფიცრულ სახლებში.მათ საცხოვრებელს ხშირ შემთხვევაში არ ჰქონდათ ფანჯრები.მათ არც საკვებით ანებივრებდნენ.ძირითადი “მენიუ” სიმინდის კვერი გახლდათ დროდადრო აძლევდნენ ღორის ხორცს და თევზს.შესაბამისად სრულიად განსაზღვრული იყო მონისათვის საკვების მიღების რაციონი.თითოეული მონის სამუშაო კვირა ექვსი დრისგან შედგებოდა.მთელი წლის მანზილზე მონათა ერთადერთ ნათელ წერტილს ქრისტეშობის დღესასწაული წარმოადგენდა.ამ დროს მატი მეპატრონეები “გულმოწყალებას” იჩენდა და მონებს ყავას,თამბაქოსა და ჩითს ურიგებდნენ.
განსაკუთრებით სავალალო პირობებში იმყოფებოდნენ შავკანიანი მონა ქალები.ისინი მონათმფლობელის მარწუხებში “სამგზის იტანჯებოდნენ” – როგორც მონები,როგორც შავკანიანები და როგორც ქალები..მათ წინააღმდეგ არაერთხელ გამოყენებულა სექსუალური ძალადობა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში “შავი კოდექსები” გაუქმებულ იქნა ამერიკის ხუთწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ,კონსტიტუციის მე-13 მუხლის შესწორების შედეგად.ამის შემდგომ ამ დიად ქვეყანაში საბოლოოდ იქნა მონობა გაუქმებული,თუმცა ის პერიოდი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო პერიოდადაა მიჩნეული დღემდე.