ჟანა დ’არკი “მართლმსაჯულების წინაშე”
მართებულად აღუნიშნავს უდიდეს იტალიელ პოლიტიკურ მოაზროვნეს – ნიკოლო მაკიაველს:
“პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი საზღაური – უმადურობააო”.
სწორედ რომ ზედგამოჭრილი სიტყვებია ლეგენდარული ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა და საფრანგეთის სახალხო გმირის - ჟანა დ’არკის (1412-1431 წლები) შესახებ.მაშინ როდესაც ჟანა დ’არკმა უდიდესი დამსახურება გასწია საფრანგეთისა და მისი მეფის შარლ VII-ეს მიმართ,ვერც ერთმა და არც მეორემ ხელიც კი არ გაანძრია მისი ტყვეობიდან გამოსახსნელად და მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.როდესაც მისი სასამართლო პროცესი იმართებოდა,რომელიც 1431 წლის 21 თებერვალს დაიწყო,სასამართლოს ფრანგი ეპისკოპოსის პიერ კოშონის თავჯდომარეობით,ბრალმდებლები,რომელთაც უდიდესი ზიზღი ამოძრავებდათ ჟანას მიმართ,მაქსიმალურად შეეცადნენ მისთვის ჯადოქრობის ბრალის დამტკიცებას.ფაქტიურად,საფრანგეთის ეროვნული გმირ ქალს საეკლესიო სასამართლო ერეტიკოსობის ბრალდებით ასამართლებდა.როგორც ცნობილი ისტორიული ფაქტია,ჟანა პატიმრობის პერიოდში არა იმდენად ფრანგების,არამედ ინგლისელების ზედამხედველობის ქვეშ იყო.პიერ კოშონის მიერ შედგენილი საინკვიზიციო ტრიბუნალი 125 წევრისგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის იყვნენ იმ პერიოდისათვის ცნობილი თეოლოგები.სასამართლოს თავჯდომარის მოადგილე რუანელი ინკვიზიტორი ჟან ლე მეტრი გახლდათ. 19 წლის გოგონა,სწორედ ასეთი სასამართლოსა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა.თუმცა მისი გასამართლება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.ტრიბუნალის მიერ დასმულ შეკითხვებს იგი საკმაოდ გონებამახვილურ პასუხებს ახვედრებდა.დაკითხვის ოქმებიდან კითხვა-პასუხს დაახლოებით ასეთი სახე ჰქონდა:
კითხვა: – როგორ გამოიყურებოდა მიქაელ მთავარანგელოზი,როდესაც იგი გამოგეცხადა? ჩაცმული თუ შიშველი?
პასუხი: – თქვენ როგორ გგონიათ,ჩვენს ღმერთს საშუალება არა აქვს,რომ ჩააცვას?!
კითხვა: – ანგელოზებს,რომლებიც გეცხადებიან,თმები აქვთ?
პასუხი: – ღვთის გულისათვის,იქნებ თქვენ მიპასუხოთ,რატომ უნდა შეეკრიჭათ?
კითხვა: – რეიმსში,მეფის კორონაციაზე,რატომ მიჰქონდათ მხოლოდ შენი დროშა და არა სხვა სარდლების?
პასუხი: – ამ დროშამ ბრძოლის სიძნელეები გადაიტანა,ამიტომ ჰქონდა უფლება,მისი დიდებაც გაეზიარებინა!
კითხვა: – თანახმა ხარ თუ არა,პაპს დაემორჩილო?
პასუხი: – მიმიყვანეთ მასთან და მე თვითონ ვეტყვი!
“მართლმსაჯულებისათვის” ჟანა დ’არკის ერეტიკოსობაში დადანაშაულება და მისგან აღიარების მოპოვება ყოვლად შეუძლებელი იყო.პიერ კოშონს კარგად ესმოდა,რომ თუკი ჟანას სიკვდილით დასჯიდა გოგონას მიერ ერეტიკოსობის აღიარების გარეშე,მაშინ იგი საკუთარი ხელით შეამკობდა მას წამებულის შარავანდედით.სწორედ ამიტომ იყო,რომ მან კიდევ უფრო დიდ ვერაგობას მიმართა. (ავტორი გენია.ჯი) 1431 წლის 24 მაისს,იგი ჟანას დაჰპირდა,რომ სამხედრო ტყვეობას საეკლესიო პატიმრობით შეუცვლიდა,სადაც მას უკეთ მოეპყრობოდნენ,თუკი ჟანა ხელს მოაწერდა დოკუმენტს,რომლითაც იგი მწვალებლობისაგან განდგომას აღიარებდა.სიმანდვილეში კი,კოშონმა იმით ისარგებლა,რომ ჟანამ წერა-კითხვა არ იცოდა და მას ჯვარი დაასმევინა დოკუმენტზე.
1431 წლის 30 მაისს,რუანში ძველი ბაზრის მოედანზე 19 წლის დომრემელი გოგონა ჟანა დ’არკი ცოცხლად დაწვეს კოცონზე.თავზე კი,მას დასჯის წინ დაახურეს წვეტიანი ქუდი წარწერით: “ერეტიკოსი,ურწმუნო,კერპთაყვანისმცემელი”.
” – იესო!” – ეს შეძახილი რამდენჯერმე აღმოხდა ცეცხლში გახვეულ იმ გოგოგნას,რომელმაც საკუთარ სამშობლოს,საკუთარ რწმენასა და საკუთარ მეფეს სიცოცხლე უშურვლელად შესწირა.
მართებულად აღუნიშნავს უდიდეს იტალიელ პოლიტიკურ მოაზროვნეს – ნიკოლო მაკიაველს: