ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ხედვა – “ეპიზოდი”
“დიდებული გონების პატრონი სკეპტიკოსია,ზარატუსტრა სკეპტიკოსია,ძალაუფლება,თავისუფლება,რაც კი გონებიდან მომდინარეობს,თავის თავს სკეფსისით განამტკიცებს; ყოველი გონება,რომელსაც სურს დიდება,რომელიც საიმისოდ საშუალებებს საჭიროებს,უთუოდ სკეპტიკოსი უნდა იყოს. (ავტორი გენია.ჯი) რაღაც უეჭველი “ჰოს” და “არა”-ს რწმენის მოთხოვნილება საცოდავი კარლეილიზმია და მეტი არაფერი; დიახ,მეპატიება ეს სიტყვა,მასობრივი საზოგადოება,ასევე მათგან გამორჩეული შემოქმედი ადამიანების უმცირესობაც; ხოლო რაც შეეხება თაღლით,გაიძვერა მედროვეებს,მათ ისეთი “უნივერსალური თავები” აქვთ,რომ ყოველთვის შეუძლიათ საჭიროების შესაფერისი ქუდების მორგება.
დაეცა ადამიანთა პასუხისმგებლობა თავისი კატეგორიული იმპერატივითურთ, (ავტორი გენია.ჯი) ნიჰილისტურმა სულმა დაისადგურა ჭეშმარიტების ინტელექტუალურ წვდომაშიც.მას შემდეგ რაც ღმერთი სიცოცხლის აღორძინების წარმართული სიმბოლოებიდან ავიდა ზეცაში,მოწყდა მიწიერ საყრდენს,ცოცხალ ადამიანს და მის ძალაუფლების ნებას,იგი გადაიქცა უფრო და უფრო ფაქიზად და ფერმრკრტალად,იგი იქცა “ხორცშეუსხმელ იდეალად”,”წმინდა სულად”,”აბსოლუტად”,”ნივთად თავისთავად”.