ლუციუს ანეუს კორნუტუსი

ლუციუს ანეუს კორნუტუსი - დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში,კერძოდ თანამედროვე ლიბიის ანტიკურ ქალაქ ლეპტის-მაგნაში,თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი რომში გაატარა.იგი წარმოადგენდა ახ.წ.არ-ით I საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსს,რომლის უმთავრესი ხედვები სტოიციზმის ფილოსოფირ ხედვებზე იყო დაყრდნობილი.გარდა ამისა ლუციუსი გახლდათ მასწავლებელი და დიდი მეგობარი,ისეთი გენიალური რომაელი პოეტის და ავტორის მრავალი სატირისა,როგორიც იყო – ავლიუს პერსიუს ფლაკუსი (ახ.წ.აღ-ით 34-62 წლები).სწორედ მათმა მეგობრობამ და მისდამი დიდმა სიყვარულმა მიაძღვნევინა პერსიუსს – ლუციუსისადმი,მისი ცნობილი მეხუთე სატირა.პერსიუსის უდროოდ გარდაცვალებამ,უდიდესი უარყოფითი გავლენა იქონია ლუციუსზე.ცნობილია ისიც,რომ პერსიუსმა ლუციუს ანდერძად თავისი ქონების დიდი ნაწილი დაუტოვა,თუმცა დიდსულოვანმა ლუციუსმა მეგობრის მიერ ნაანდერძები ქონება,პერსიუსის ღვიძლ დას დიდსულოვნად დაუბრუნა.მან ერთადრერთი რაც მეგობრის ანდერძიდან დაიტოვა,გახლდათ პერსიუსის უნიკალური ბიბლიოთეკა,რომელიც 700 ტომი წიგნისაგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) 66 წელს,რომის დიქტატორმა ნერონმა,რომელიც იმთავითვე ცნობილი იყო თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით ინტელექტუალების მიმართ – ლუციუსი რომიდან გააძევა და მას შემდეგ მისი პირადი ცხოვრებიდან ცნობილი აღარაფერია.მიუხედავად ამისა,დღემდე შემორჩა ლუციუს ანეუს კონუტუსის ყველაზე ცნობილი ნაშრომი და ფილოსოფიური ტრაქტატი “ბერძნული ღვთისმეტყველება”,რომელსაც აღნიშნული სახელწოდება მოგვიანებით ეწოდა.ტრაქტატი შედგენილი გახლდათ ძველრომაული,იმ პერიოდში მიღებული საგანმანათლებლო ტრაქტატის საფუძვლებზე. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,გვიანდელი ფილოსოფოსების დიდი ინტერესების გამო – ლუციუს ანეუს კორნუტუსის მიერ დაწერილი ტრაქტატი და სხვა ნაშრომები არა ერთხელ იქნა თარგმნილი და გამოცემული,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.შესაბამისად ისინი დღემდე არ კარგავენ აქტუალურობას და დიდ მოწონებასაც სხვადასხვა თაობების და ხედვების ფილოსოფოსებში.