„ავტომობილის ისტორიიდან”
1. პირველი საავტომობილო ავარია ისტორიაში დაფიქსირებული იქნა 1771 წლის გაზაფხულზე. მაშინ როდესაც, გამოჩენილმა ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზეფ კუნომ მის მიერ შექმნილი კონსტრუქციის ორთქლის ძრავიანი მანქანა ვერ დაიმორჩილა და პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე იარაღის საწყობის კედელს შეეჯახა.შეჯახების შედეგად ორთქლის ქვაბი აფეთქდა, თუმცა საბედნიეროდ მძღოლი არ დაზიანებულა.
* * *
2. პირველი შემთხვევა ადამიანის დაღუპვისა მოტორიზაციის პერიოდში,დაფიქსირებულ იქნა 1832 წელს,მაშინ როდესაც ორთქლის ძრავაზე მომუშავე ომნიბუსის – “Enterprise”-ს მძღოლი,ორთქლის ქვაბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.ამ მოვლენის შემდგომ ორთქლის ძრავზე მომუშავე მანქანას – “ეშმაკის ტექნიკაც” კი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც იმ პერიოდის ექსპერტებმა დაადგინეს,უბედური შემთხვევა თავად მძღოლის შეცდომით მოხდა და ომნიბუსის გაუმარტაობა არაფერ შუაში იყო.
* * *
3. პირველი მსხვერპლი საავტომობილო ავარიისა 1869 წლის 31 აგვისტოს დაფიქსირდა.იმ დღეს ირლანდიელი ქალბატონი – მერი უორდიდი,თავისსავე გაუფრთხილებლობის შედეგად ორთქლის ძრავაზე მომუშავე ავტომანქანის ბორბლების ქვეშ მოექცა,რის შედეგადაც ფატალური შედეგი დადგა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ორთქლის ძრავაზე მომუშავე მანქანას,რომელიც მერის დაეჯახა,საკუთარი ბიძაშვილი მართავდა.
* * *
4. პირველი ადამიანი, რომელიც დაჯარიმებულ იქნა ავტომობილით სიჩქარის გადამეტებაზე, გახლდათ ჯეიკობ ჯერმანი,რომელიც პროფესიით ტაქსის მძღოლი იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულ იქნა 1899 წლის 20 მაისს ამერიკაში და ზემოთ აღნიშნულ ტაქისტს პირველი ჯარიმა სიჩქარის გადამეტებაზე ამოუწერა პოლიციელმა გვარად შულერმა.დაჯარიმება გამოიწვია მანჰეტენზე ჯეიკობ ჯერმანის მიერ 20 კილომეტრ-საათი სიჩქარის მოძრაობის გამოყენებამ.აღსანიშნავია ისიც,რომ პოლიციელი რომელმაც ჯეიკობს ჯარიმა გამოუწერა,თავად ველოსიპედით მოძრაობდა.
* * *
5. პირველი შემთხვევა ალკოჰოლის გამოყენებით ავტომობილის მართვისას,რა დროსაც მძღოლი იქნა დაკავებული დაფიქსირებულ იქნა 1897 წლის 10 სექტემბერს.მიუხედავად იმისა,რომ იმ პერიოდში არ არსებობდა ალკოტესტი,ამას ხელი არ შეუშლია პოლიციელებისათვის ბრიტანელი მძღოლის – ჯორჯ სმიტის დაკავებაში.
* * *
6. პირველ ადამიანად ისტორიაში,რომელმაც ავტომობილით ფულის შოვა გადაწყვიტა და იგი ტაქსად გამოიყენა,გახლდათ გერმანელი – ფრიდრიხ გრაინერი,რომელმაც 1886 წლის 26 ივნისს კომპანია “Daimler Victoria”-ს ტაქსომეტრი შეუკვეთა.
* * *
7. პირველ რეგულარულ რეისად,საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების სახით,სადაც გამოყენებულ შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტობუსი (მერსედეს-ბენცი 1895 წლის გამოშვება) დაფიქსირდა 1895 წლის 18 მარტს გერმანიაში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პირველი რეისი კი განხორციელდა მარშრუტით ზიგენ-ნეფტენ-დოიცი.
* * *
8. დამკრძალავმა ბიუროებმა პირველად “კატაფალკის” რანგში ავტომობილები გამოიყენა ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში 1909 წლის 15 იანვარს.
* * *
9. პირველი ძარცვა ავტომობილისა – დაფიქსირდა 1927 წლის 12 მარტს, მაშინ როდესაც, ცნობილმა ამერიკულმა კრიმინალურმა ბანდამ „Flateads”-მა დააყაჩაღა ბრონირებული საინკასატორო მანქანა, რომელშიც განთავსებული სეიფის გახსნის შედეგად, რამდენიმე ათასი დოლარი იქნა გატაცებული.
* * *
10. თანამედროვე ავტომობილის „დაბადების დღედ” მიჩნეულია 1886 წლის 29 იანვარი. ამ დღეს გენიალურმა გერმანელმა გამომგონებელმა კარლ ბენცმა აიღო პატენტი სამბორბლიანი ავტომანქანების წარმოებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)