გრეტა ოტო
გრეტა ოტო - ინგლისურ ენაზე “Greta oto”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “მინის პეპელა”,წარმოადგენს ნიმფალიდისებრნთა ოჯახის (დღის პეპლების სახეობა),დანაიდების გვარის პეპელას.იგი გავრცელებულია მექსიკიდან არგენტინამდე ტერიტორიებზე მდებარე ამაზონის ტროპიკულ ტყეებში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აღნიშნული სახეობის პეპელა ამ ტერიტორიებზე ყველაზე მასიურად გავრცელებულ პეპელათა გვარს განეკუთვნება.პეპლის მუხლუხო მოწითალო ფერისაა,რომელიც თავის მხრივ იასამნისფერ ზოლებს შეიცავს.”გრეტა ოტოს” ფრთების სრული გაშლილობის სიგრძე 5,5-დან 6 სანტიმეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ფრთების ქსოვილების დიდი ნაწილი გამჭირვალე ფერისაა,რომლის სანაპირო მხარეები ძირითადად მუქი-ყავისფერი შეფერილობისაა.მის უმთავრეს მტერს ბუნებაში ფრინველები წარმოადგენენ.თავად კი ყვავილების ნექტრით იკვებებიან.მეცნიერთა მიერ კოსტა-რიკაში მასზე ერთ-ერთი დაკვირვებისას,”გრეტა ოტომ” 24 საათში 40 კილომეტრი მანძილი დაფარა.გარდა ამისა ცნობილია ისიც,რომ ამ სახეობის პეპლები დღეში სასუალოდ 12 კილომეტრ მანძილს ფარავენ. (ავტორი გენია.ჯი) “გრეტა ოტო” ერთ-ერტ ულამაზეს სახეობის პეპელათა გვარს განეკუთვნება და მისი ხილვა მართლაც,რომ დიდ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს ბუნების მოყვარულთ.