“ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია”
“ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია” - ინგლისურ ენაზე “The Chinese Academy of Sciences”,წარმოადგენს ყველაზე სახელგანთქმულ,ავტორიტეტულ და უმაღლეს სამეცნიერო ორგანიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.იგი გახლავთ ჩინეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრი,ფუნდამენტალური კვლევებისა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.თავდაპირველად მას “სინიკას აკადემიას” უწოდებდნენ.მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა მრავალი კომერციული სტრუქტურა.მაგალითად ისეთი,როგორიცაა მსოფლიოში ცნობილი ჩინური კომპიუტერული კომპანია – “Levono”,რომელიც 2011 წლის მონაცემებით მეორე ადგილს იკავებს პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში.”ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია” დაარსებულ იქნა 1949 წლის 1 ნოემბერს,ქვეყნის დედაქალაქ პეკინში. (ავტორი გენია.ჯი) 1977 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ იქნა ფილოსოფიური და საზოგადოებრივი სამეცნიერო აკადემია,სახელწოდებით “ჩინეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია”,რომლის უმთავრეს კვლევით ობიექტს წარმოადგენს სოციალური მეცნიერება.თავად “ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიია”,თავის თავში ხუთ ძირითად სფეროს სწავლობს და შესაბამისად ხუთ განყოფილებად არის დაყოფილი:
1. მათემატიკური მეცნიერების განყოფილება.
2. ფიზიკის მეცნიერების განყოფილება.
3. ქიმიის მეცნიერების განყოფილება.
4. დედამიწის მეცნიერების განყოფილება.
5. ტექნიკური მეცნიერების განყოფილება.
სულ აკადემიის სტრუქტურაში 84 სამეცნიერო სააგენტოა,მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ორი უნივერსიტეტი (ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტი).გარდა ამისა მას გააჩნია მრავალი ფილიალი ჩინეთის ისეთ ქალაებში,როგორებიცაა – პეკინი,შენიანი,ჩანჩუნი,შანხაი,ნანკინი,ჩენდუ და სხვა ქალაქები.
“ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიას” (ავტორი გენია.ჯი) სხვადასხვა პერიოდებში ხელმძღვანელობდნენ ისეთი ცნობილი ჩინელი მეცნიერები,როგორებიც იყვნენ – გო მოჟო,ფან ი,ლუ იუნსიანი დფა სხვები.დღესდღეობით “ჩინეტის მეცნიერებატა აკადემია” ქვეყნის ყველაზე დიდი და ინტელექტუალური დაწესებულებაა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო ჩინეთში,არამედ მთელს მსოფლიოშიც კი.