“მეუღლეების სარკოფაგი”
“მეუღლეების სარკოფაგი” (ცოლ-ქმრის სარკოფაგი) - ინგლისურ ენაზე“Sarcophagus of the Spouses”,წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ,ეტრუსკული კულტურისა და ცივილიზაციის სარკოფაგს,ბანდიტაჩიის ნეკროპოლისიდან (ეტრუსკების უძველესი ნეკროპოლისი იტალიაში,ქალაქ ჩერვეტერეს სიახლოვეს).იგი დამზადებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით მე-VI საუკუნის მეორე ნახევარში,პოლიქრიმირებული ტერაკოტასაგან (გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ფერადი კერამიკული ნაკეთობები). (ავტორი გენია.ჯი) “მეუღლეების სარკოფაგის” სიმაღლე 114 სანტიმეტრია,ხოლო სიგრძე 190 სანტიმეტრი.იგი წარმოადგენს იმ ეპოქაში ფართოდ გავრცელებულ სარკოფაგთა კატეგორიას,რომელსაც ადამიანის სხეულისმაგვარი ფორმები ჰქონდათ.მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს,რომ მასზე გამოსახულია ქალისა და მამაკაცის ფიგურები,რომლებიც უკვე “მიწისქვეშა სამყაროში” იმყოფებიან. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტების ვარაუდით აღნიშნული სარკოფაგის ფიგურების დამზადებაზე,ერთგვარად უნდა ჰქონოდა გავლენა ძველბერძნულ ხელოვნებას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “მეუღლეების სარკოფაგის” ავტორი დღემდე უცნობია,თუმცა არქეოლოგების მტკიცების თანახმად,იტალიის ქალაქ ჩერვეტერეში აღმოჩენილი,სხვა ოთხი სარკოფაგიც,ერთი და იგივე მოქანდაკის მიერ უნდა ყოფილიყო შექმნილი.
“მეუღლეების სარკოფაგი” დღესდღეობით დაცულია რომში მდებარე “ვილა ჯულიას” ეტრუსკების ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (აღნიშნული ნაგებობა ერთი პერიოდი,რომის პაპების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა) და მნახველებში უდიდეს მოწონებასაც იმსახურებს.