უილიამ შექსპირი – “სონეტი LVII”

შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,

ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია;

ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება

და სხვა სიკეთე მე ამ ქვეყნად აღარ მწადია.

***

შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,

არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;

ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,

როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.

***

არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,

არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე -

და,საწყალ მონას,ესღა მეთქმის – ნეტავი იმას,

ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.

***

ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,

ყველაფერს დავთმობ,თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება…