რისტორო დ’არეცო
რისტორო დ’არეცო დაიბადა 1210 წელს,იტალიის ქალაქ არეცოში.იგი წარმოადგენდა იტალიელ ბერსა და ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს მე-XIII საუკუნისა.მის სახელთან არის დაკავშირებული რიგი გეოლოგიური დისციპლინების შემოღება ევროპულ მეცნიერებაში.გარდა ამისა რისტორო გახლდათ პირველი პროზაიკოსი,რომელმაც იტალიურ ენაზე დაიწყო წერა და არა ლათინურზე.1282 წელს,იგი აქვეყნებს მის ცნობილ საბუნებისმეტყველო ნაშრომს,სახელწოდებით – “სამყაროს აგებულება”. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ რისტოროს მიერ დაწერილი ეს ნაშრომი,პირველ იტალიურ ენაზე დაწერილ პროზაიკოსულ ნაწარმოებად მიიჩნევა დრემდე.გარდა ამ ნამუშევარისა,ავტორმა დაწერა რამდენიმე ნაშრომი – გეოგრაფიისა და ასტრონომიის შესახებ.ამ ნაშრომებში კი პირველად ჩნდება ინფორმაცია ტოსკანის რეგიონში,კერძოდ ლანდერელოში მდებარე გეოთერმული წყაროების არსებობის შესახებ.როგორც თავად რისტორო მიიჩნევდა,ადამიანებს ღმერთმა გონებრივი შესაძლებლობა იმიტომ უბოძა,რომ შეეცნო ღმრთის მიერ შექმნილი ქმნილებების არსი.მის მიერ დაწერილ მეექვსე წიგნში,მიმოხილული გახლდათ ინფორმაცია სამხრეთ აზიის შესახებ.სპეციალისტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით,უდიდესი იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის მიერ დაწერილი,ცნობილი ნაშრომი “Quaeisto de Aqua et terra”,სადაც ფართოდ არის განხილული გეოლოგიური თემატიკა,წყაროდ სწორედ რისტორო დ’არეცოს მიერ დაწერილი “სამყაროს აგებულება” იქნა გამოყენებული. (ავტორი გენია.ჯი) რისტორო დ’არეცო გარდაიცვალა 1290 წელს.მისი სახელი კი სამარადჟამოდ დამკვიდრდა იტალიურ პროზასა და მეცნიერებაში,როგორც პირველი ავტორისა ნაშრომების იტალიურ ენაზე.