“პანჩა შილა” – ხუთი წმინდა მცნება
“პანჩა შილა” - სანსკრიტული ენიდან თარგმანით,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ხუთ პრინციპს” ან შესაძლოა “ხუთ სათნოებას”.იგი წარმოადგენს უმთავრეს საბაზო კოდექს ბუდისტური ეთიკისა,რომელსაც აღიარებენ და მიღებული აქვთ – თერავადას (ადრეული ბუდიზმის 18 სკოლათაგან ერთადერთი გადარჩენული სკოლა) და მაჰაიანელებს (ბუდიზმის ორ მთავარ მიმდინარეობათაგან ერთ-ერთი).აღნიშნული 5 აღთქმა,წარმოადგენს ნაწილს ბუდიზმისა და იგი არის ერთ-ერთი რეგულარული პრაქტიკა ბუდისტ-მირიანელების ტრადიციისა. (ავტორი გენია.ჯი) “პანჩა შილას” – იგივე “ხუთი წმინდა მცნების” წესების სრულ დამცველს,მოიხსენიებენ,როგორც – “უპასაკა”.”პანჩა შილას” უმთავრესი ხუთი შეგონება შეიცავს შემდეგი შინაარსის მქონე მცნებებს:
1. უარყოფა,დათმენა და თავშეკავება ნებისმიერი სულიერი არსებისათვის ზიანის მოტანისა (აჰიმსა),მათი მკვლელობის ჩათვლით (პრანა-აპიტაპა).
2. უარის განცხადება და უარყოფა მოპარვაზე,ან ისეთი საგნების მითვისებაზე,რომელიც არ გეკუთვნით (ადათა-ადანა,ასტეა). (ავტორი გენია.ჯი)
3. უარყოფა და თავშეკავება არამართებული სექსუალური გამოვლინებისა (კამა-მიტჰიაჩარა).
4. უარის თქმა ნდობის ბოროტად გამოყენებაზე (სატია).
5. უარის განცხადება ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე (მადიაპანა) და ყოველივე იმ ნივთიერებაზე,რომელიც თვითკონტროლს აკარგვინებს ადამიანს.
“პანჩა შილა” სრულ თანხვედრაშია “პალის კანონებთან” და მისი მიღების დროს ესა თუ ის მორწმუნე ბუდისტი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს:
1. მე ვიღებ წესს სწავლებისა,თავი შევიკავო ნებისმიერი სულიერის მკვლელობისა და მათზე ზიანის მიყენებაზე.
2. მე ვიღებ წესს სწავლებისა,თავი შევიკავო ავიღო ის,რაც არ მეკუთვნის.
3. მე ვიღებ წესს სწავლებისა,უარი განვაცხადო ადიულტერზე (ღალატი,მეუღლის მოტყუილება და ასე შემდეგ).
4. მე ვიღებ წესს სწავლისა,თავი შევიკავო არა მართებული სიტყვების წარმოთქმაზე.
5. მე ვიღებ წესს სწავლებისა,თავი შევიკავო ალკოჰოლური სასმელებისა და იმ სხვა ნივთიერებების გამოყენებაზე,რომლებიც ჩემს გონების დაბინდვას გამოიწვევს. (ავტორი გენია.ჯი)