“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა გვევლინება,იმის განსაცხადებლად და მოსახვეჭად,რაც პირადი ნათლისღებისას სიკვდილითა და აღდგომით მივიღეთ.
“პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი”
2. ქრისტემ როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა,ასევე თავისი ამაღლებით იგი აღებს ზეცის კარს და მორწმუნეებს მასში შესასვლელს უხსნის.
“ნეტარი ავგუსტინე”
3. ყოველივე ღვთისაგან მონიჭებული ბოროტებად გვექცევა,თუ მისგან არა ღვთის,არამედ საკუთარ დიდებას ვეძებთ.
“მამა ანდრონიკე ლუკაში” (ავტორი გენია.ჯი)
4. ერთია ღმერთი,გაცხადებადი სამ ნათელში.ამგვარია სამების წმინდა ბუნება.
“წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი”
5. ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა,ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში.ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია,ცეცხლი წმინდა,ღვთიური,ცეცხლი მარადიული კერიისაგან.წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია,საიდანაც სიყვარულის სითბო იღვრება.
“წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)”