“შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთა შეხეულებანი”
1. “ჩემი უდიდესი ნატვრაა – მთვარეზე გავფრინდე და შევამოწმო ის,თუ რა არის იქ სინამდვილეში.იმ შემთხვევაში,თუკი იქ არაფერი არ დამხვდა,საბოლოოდ დავივიწყებ მთვარის არსებობას და ზურგს შევაქცევ ჩემს ყოველ შეხედულებას მის მიმართ”. - (შიზოფრენიით დაავადებული 9 წლის ბავშვი)
2. “მე მესმის ღმერთის ყოველი შეგონება და მისი ხმა.მან ჩემში სრულყოფილად ჩადო,სამყაროსა და სულის შეცნობის,ყოველი უწვრილმანესი ცნებაც კი”. - (პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული 20 წლის პაციენტი)
3. “საკუთარ თავს,ნამდვილად ისე ვგრძნობ,როგორც – ბზრიალა.რადგან ჩემს გონებაში ყოველი ფიქრი აქეთ-იქით,მხოლოდ თავის ნებაზე დაჰქრის და ვცდილობ,რომ როგორმე მათ თავი ერთად მოვუყარო.მიუხედავად ამისა,მაინც არაფერი გამომდის”. - (შიზოფრენიით დაავადებული ფსიქიატრიულის პაციენტი) – (ავტორი გენია.ჯი)
4. “ამ სამყაროში ვარსებობთ საოცარი ადამიანები… ჩვენ არავისთან ვკონტაქტობთ; საღამოობით ვუსმენთ ისეთ მუსიკას,რომელიც ჩვენს გარდა სიამოვნებას არავის ანიჭებს; ვკითხულობთ აკრძალულ ლიტერატურას; ვართ ძალიან მამაცები და დამოუკიდებლები; ეს კი ჩვენს გარშემომყოფებს განსაკუთრებით აღიზიანებთ”. - (შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი)
5. “მთელი ძალაუფლება ჩემს თვალწინ ძევს! მე შემიძლია გავაკონტროლო ის,რასაც ტელევიზორში აჩვენებენ.გარდა ამისა ვაკონტროლო ის,თუ რას ამბობენ ადამიანები და არა მარტო რას ამბობენ,არამედ რას ფიქრობენ და აკეთებენ ისინი.ყოველივე ამის გამო კი,მათ სურთ ჩემი გონების სათავისოდ გამოყენება,რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ”. - (ფსევდოჰალუცინაციითა და შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი)