“გერმანული ფლოტის გაყოფის ისტორიიდან”
კაცობრიობის ისტორიაში,ყველაზე საშინელი მოვლენის – “მეორე მსოფლიო ომის” დასრულების შემდგომ (1945 წელი),უმთავრესი “მოკავშირე სახელმწიფოების” – საბჭოთა კავშირის (სტალინი),დიდი ბრიტანეთის (ჩერჩილი) და ამერიკის შეერთებული შტატების (ტრუმენი) ლიდერები,ერთმანეთს შეხვდნენ.მიზანი შეხვედრისა,რიგ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად,დამარცხებული გერმანიის სამხედრო ფლოტის განაწილებაც იყო.სტალინმა შეხვედრაზე მოკავშირე ქვეყნებს,გერმანიის წართმეული ფლოტის თანაბრად გაყოფა შესთავაზა.როგორც იმთავითვე არის ცნობილი ისტორიულად,დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით,ყოველთვის გამოირჩეოდა სამხედრო ფლოტის სიძლიერით და იგი სრულად არ საჭიროებდა გერმანული ხომალდებით საკუთარი სამხედრო ფლოტის შევსებას. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც,რომ დიდ ბრიტანეთს და ამერიკას არაფრად ეპიტნავებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური მოწინააღმდეგის საბჭოთა კავშირის ფლოტის გაძლიერება.ამიტომ,დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა,რომელიც პოლიტიკური ხრიკების “გენიოსი” გახლდათ,სტალინის შეთავაზებაზე დაჟინებით მოითხოვა გერმანული ფლოტილიის გემებისსრულად დაძირვა.რაზეც სტალინმა საჯაროდ განუცხადა მოკავშირეებს: