“ბარონესა” მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის ისტორიაში,სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული რიგით 71-ე პრემიერ-მინისტრი (1979-1990 წლებში) – “ბარონესა” მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი,გადადგომის შესახებ წაკითხულ განცხადებაში აცხადებდა:
” – გულდასმით მოვეთათბირე რა ჩემს კოლეგებს,მივედი დასკვნამდე,რომ საყოველთაო არჩევნებში პარტიის ერთიანობისა და გამარჯვების პერსპექტივიდან გამომდინარე,უმჯობესი იქნება,თუ უკან დავიხევ და ლიდერობისათვის ბრძოლის საშუალებას მივცემ კაბინეტის სხვა წევრებს.მინდა,კაბინეტის ყველა წევრს თანადგომისათვის მადლობა გამოვუცხადო”.
თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ამ განცხადების გაკეთების დროს “რკინის ლედი” იმ მიცვალებულს ჰგავდა,თავისივე დაკრძალვაზე საკუთარ თავს ეპითაპიას,რომ უკითხავს.ორჯერ ხმა ჩაუწყდა,ყელში გაჩხერილი ბურთი ლაპარაკში ხელს უშლიდა. (ავტორი გენია.ჯი) უსამართლობა და უსუსურობა სტანჯავდა.როგორც არასდროს,ისე წყდებოდა გული, – დამარცხებულს.
რამდენიმე დღის შემდეგ განცხადებიდან,მარგარეტმა დატოვა ლეგენდარული აპარტამენტი.ის ნელა მიუყვებოდა ნაცნობ ოთახებს და თავის წარსულს ემშვიდობებოდა.მარგარეტი უინსტონ ჩერჩილის პორტრეტის წინ შეჩერდა, – ჩერჩილმა ოცდათხუთმეტი წლის წინ დატოვა დაუნინგ-სტრიტი.იგი ბუმბერაზივით ტოვებდა იქაურობას,ორი ეპოქის გზაგასაყარზე.გარეთ გამოსვლის დროს მის წინაშე “დაუნინგ-სტრიტზე” უამრავი ჟურნალისტის წინაშე წარმდგარმა,ცრემლმორეულმა განაცხადა:
“ყველას დიდი მადლობა.ნახვამდის…”
“რკინის ლედი”-ს ღირსეულად მიაცილებდნენ,დამსახურებულ პენსიაზე.
თავად მარგარეტი კი ცდილობდა ერთ კითხვაზე გაეცა პასუხი,რის შესახებაც შემდგომ წერდა:
” – მთელი ჩემი ცხოვრება დაიმსხვრა.
- ეს იგივეა,ბროლის ჭიქა იატაკს რომ დაანარცხო.ყველა გატაცება,აზრი,გეგმა,თანმხლები პირი, – თითქოს ნამსხვრევებად იქცა.ყიდულობ შენთვის ტანსაცმელს სხვადასხვა ვიზიტისა და კონფერენციებისთვის; ემზადები თემთა პალატაში გამოსასვლელად და იკეთებ ვარცხნილობას. (ავტორი გენია.ჯი) მთელი შენი ერთი წლის განრიგი წინასწარაა შედგენილი და სწორედ ისაა შენი ცხოვრების არსი. და რას ვხედავ ახლა? ახლა საკუთარ თავს ვეკითხები: “რა დღეა დღეს?” ადრე ასეთი რამ ხომ არასოდეს მომხდარა.
- ჯოჯოხეთი – ეს არის ადგილი,სადაც შენ უამრავი დრო გაქვს და არ გაგაჩნია არც ერთი იდეა,რა უნდა უყო ამ დროს.ადამიანისთვის,რომელიც მთელ თავის ცხოვრებას სამუშაოს მიუძღვნის,პენსიაზე ყოფნა მართლაც უსასტიკესი სასჯელია”. (ავტორი გენია.ჯი)