მაორული წივწივა
მაორული წივწივა - ლათინურ ენაზე “Petroica macrocephala”,წარმოადგენს მგალობელ ფრინველთა გვარს წივწივასებრთა ოჯახისა.სულ დედამიწაზე აღნიშნული გვარის 24 სახეობაა გავრცელებული.მათ შორის “მაორული წივწივაც”.მისი წონა 11 გრამია,ხოლო სიგრძით 13 სანტიმეტრამდე იზრდებიან.გამოირჩევიან დიდი თავის ფორმით და მოკლე კუდით.ყელი და გულმკერდი ყვითელი ფერის აქვთ.ფრთები კი შავი ფერის,თეთრი ზოლებით. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ძირითადად ტყის მოყვარული ფრინველებია და გავრცელებული არიან ახალი ზელანდიის ტყოვან ლანდშაფტში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “მაოურული წივწივა” არ უფრთხის ადამიანებს და მათ მიმართ ინტერესსა და აგრესიასაც კი გამოხატავს. (ავტორი გენია.ჯი) იკვებებიან უხერხემლოებით,რომელთაც ისინი როგორც ხეზე,ასევე მიწაზე პოულობენ.შემოდგომასა და ზამთარში ხილითაც იკვებებიან.”მაორული წივწივა”,როგორც წესი მთელ ცხოვრებას ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ატარებს.დებენ 3-დან 5 -დე კვერცხს და ბარტყები აგვისტოსა და იანვარში გამოჰყავთ.”მაორული წივწივა” ულამაზესად მგალობელი ფრინველია,თუმცა აღსანიშნავია ის,რომ ისინი მხოლოდ ახალი ზელანდიის ტყეებში არიან გავრცელებული.