ალ-ჰარირი
აბუ მუჰამედ ალ-კასიმ იბნ ალი ალ-ბასრი ალ-ჰარირი - დაიბადა 1054 წელს,თანამედროვე ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბასრაში.იგი წარმოადგენდა იმ პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს არაბ მწერალს,პოეტსა და ფილოლოგს.ალ-ჰარირი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან გახლდათ წარმომავლობით.მამამისი აბრეშუმით მოვაჭრე და დიდი მამულების მფლობელი გახლდათ.სწორედ ამან ითამაშა უდიდესი როლი იმაში,რომ ალ-ჰარირიმ საუკეთესო განათლება მიიღო.ნაწარმოებების წერა პატარაობიდანვე დაიწყო და იმთავითვე დიდად მოხიბლული გახლდათ ლიტერატურით.განსაკუთრებით კი მოხიბლული იყო არაბული ლიტერატურული ენის გრამატიკითა და ლექსიკით.ალ-ჰარირი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა ბედუინებში. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთან არის დაკავშირებული რამდენიმე ფილოლოგიური ტრაქტატის დაწერა.მანვე შეადგინა რამდენიმე დივანი (ლირიკული ხასიათის ლექსების კრებული ახლო აღმოსავლეთსა და შუა აღმოსავლეთში).განსაკუთრებული პოპულარობით ალ-ჰარირის ნამუშევრებში სარგებლობდა მაკამების ციკლი,რომელიც ერთგვარად ითვლებოდა საუკუნეების მანძილზე მხატვრულ სრულყოფილებად.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ალ-ჰარირი მაკამებს შეკვეთებითაც წერდა.მის შემკვეთებად კი სპეციალისტები ბასრას მმართველსა და ხალიფა ალ-მუსტარშიდას ერთ-ერთ ვეზირს – ანუშირვან იბნ ჰალიდს მიიჩნევენ.აღნიშნულ მაკამებში ავტორმა რეალურად დახატა იმ პერიოდის არაბული ხალიფატის ყოფიერება. (ავტორი გენია.ჯი) ალ-ჰარირი გარდაიცვალა 1122 წელს.მისმა შემოქმედებამ კი მრავალ ასწლეულს გაუძლო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველში.