ჰელანიკოს მიტილინიელი

ჰელანიკოს მიტილინიელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 485 წელს კუნძულ ლესბოსის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ მიტილინიში (საბერძნეთი).იგი წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ისტორიკოსს,რომელიც თანამედროვე გახლდათ “ისტორიის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტესი.როგორც მე-X საუკუნის ბიზანტიური ენციკლოპედიური ლექსიკონიდან – “სვიდა”-ნ ვგებულობთ ჰელანიკოსი რამდენიმე ხნის მანძილზე მაკედონიელი მეფეების სამეფო კარზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. (ავტორი გენია.ჯი) თავის ისტორიულ ნაშრომებს იონურ დიალექტზე წერდა.ჰელანიკოსის შესახებ გარკვეული ცნობები,უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის,ბიოგრაფისა და მორალისტის – მესტრიუს პლუტარქუსის,იგივე პლუტარქესაგანაც მომდინარეობს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჰელანიკოს მიტილინიელი აღიარებულია,როგორც უკანასკნელი იონელი ლოგოგრაფი.ჰელანიკოს მიტილინიელის ნაშრომები არაერთმა დიდმა ძველბერძენმა ისტორიკოსმა გამოიყენა თავიანთი ისტორიული ნამუშევრების წყაროებად.მაგალითად ისეთებმა როგორებიც გახლდნენ – თუკიდიდე,დიოდორე,პლუტარქე და სხვები.ცნობილია ისიც,რომ ჰელანიკოსს მისი მოღვაწეობის მანძილზე 28 ნამუშევარი დაუწერია.თუმცა სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ზოგიერთი ისტორიული ნაშრომი,რომელსაც ჰელანიკოს მიაკუთვნებენ,სხვა ავტორების მიერ არის დაწერილი.მის მიერ დაწერილი ისტორიული ნამუშევრებიდან,ყველაზე დიდი პოპულარობა “ატლანტიდამ” მოუტანა.დღევანდელობაში კი ამ უნიკალური წიგნიდან მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აღნიშნული წიგნისა თანამედროვე პერიოდამდე შემორჩა ჰელანიკოსის რამდენიმე ნამუშევრის ფრაგმენტები,რომელთა ნაწილი მითოლოგიებსა და კუნძულ კრიტის მაცხოვრებლებს ეძღვნება.ჰელანიკოს მიტილინიელი გარდიცვალა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 400 წელს,პერპერენეში.