პოლიდამას სკოტოუაიოსელი
პოლიდამას სკოტოუაიოსელი - წარმოადგენდა ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნის,ლეგენდარულ ძველბერძენ ათლეტს თესალიიდან.მან პანკრატიონში (ბრძოლა მუშტი-კრივით,რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკური ხანის ოლიმპიურ თამაშებზე) მიიღო მონაწილეობა 93-ე ოლიმპიურ თამაშებში (ძვ.წ.აღ-ით 408 წელი) და გამარჯვებულიც გახდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი პიროვნებისა და განსაკუთრებული ძალის შესახებ, (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის არა ერთი ავტორი წერდა.როგორც ამ ავტორებისაგან ვგებულობთ – პოლიდამას სკოტოუაიოსელი,გახლდათ ძალიან მაღალი და უზარმაზარი ძალის მქონე,რის გამოც მას ჰერაკლესაც კი ადარებდნენ.მას შეეძლო სრულიად უიარაღოს ებრძოლა რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანთან.გარდა ამისა პოლიდამასს ჰქონდა უნარი და შესაძლებლობა საბრძოლო ეტლის შეჩერებისაც კი.ოლიმპის მთაზე უიარაღო პოლიდამასმა ლომი მოკლა,სწორედ ამ მოვლენის შემდეგ უწოდეს მას “ჰერაკლე”.მისი სახელი იმდენად შორს გავარდა,რომ იგი მიწვეულ იქნა სპარსეთის მეფის დარიოს II-ს მიერ სპარსეთში,სადაც იგი გაემგზავრა კიდეც.სპარსეთის სამეფო კარზე მისმა უზღვავმა ძალამ და ენერგიამ დიდი მოწონება დაიმსახურა.ერთ დღეს – პოლიდამას სკოტოუაიოსელი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ გამოქვაბულში იმყოფებოდა,რა დროსაც დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა,რასაც გამოქვაბულის დანგრევა და მისი გასასვლელის ამოქოლვა მოყვა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ძველბერძნული წყაროები ირწმუნებიან – პოლიდამასმა თავისი უზარმაზარი სხეულითა და ძალით შესძლო გამოქვაბულის თაღოვანი არკის მხრებით დაჭერა,რამაც საშუალება მისცა მის მეგობრებს გამოქვაბულის დატოვებისა და ცოცხლად გადარჩენისა,თავად კი დაიღუპა.