იან სტენი – “ლოთები”

“ლოთები” - ინგლისურ ენაზე “The Drinker”,წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს,დიდებული ნიდერლანდელი მხატვრის - იან სტენისა (1626-1679 წლები),რომლის შემოქმედებაც,განსაკუთრებულად გამოირჩევა ყოველდღიური ცხოვრების სცენების იუმორისტული ჟანრის გადმოცემით.სურათი დახატულ იქნა ხის დაფაზე,ზეთის საღებავით 1660 წელს. (ავტორი გენია.ჯი) მისი სიმაღლე 39 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 30 სანტიმეტრი.სურათზე გამოსახულია ცოლ-ქმარი,რომლებიც ფონის მიხედვით თუ ვიმსჯელებსთ,საკმაოდ ღარიბები უნდა ყოფილიყვნენ.მათ სიღარიბეზე აქტუალურად მიგვითითებს ოთახში განლაგებული ღარიბული ავეჯი და ისიც,რომ სურათზე გამოსახულ მანდილოსანს არანაირი ძვირფასი ნივთი არ უკეთია (როგორც ეს ფართოდ იყო გავრცელებული იმ პერიოდში).მხატვარმა ერთგავრი ირონიის ასახა სურათზე მთვრალი ცოლ-ქმარი,სადაც მამაკაცს (ყალიონით ხელში) კიდევ შესწევს უნარი სკამზე ჯდომისა,ხოლო ქალი იმდენად მთვრალია,რომ შესაძლოა სულ მალე სკამიდან იატაკზე დაეცეს კიდეც.ოთახის ფონი ტოვებს არეულობისა და უწესრიგობის სინთეზს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იან სტენის შესანიშნავი შედევრი “ლოთები”,იმ უიშვიათეს ნამუშევარს წარმოადგენს მე-XVII საუკუნის ხეზე ნამუშევრისა,რომლებიც ესოდენ მცირე რაოდენობით შემორჩა იმ პერიოდიდან დღემდე.დღესდღეობით იან სტენის ნამუშევარი “ლოთები” დაცულია სანკტ-პეტერბურგის დიდებულ “ერმიტაჟის” მუზეუმში და კვლავაც დიდი მოწონებას იმსახურებს დამთვალიერებელში.