“ვილა პალაგონია”
“ვილა პალაგონია” - ინგლისურ ენაზე “The Vila Palagonia”,წარმოადგენს ერთ-ერთ გასაოცარ ნაგებობას სიცილიაში,რომელიც ქალაქ პალერმოდან 15 კილომეტრში მდებარეობს.იგი აგებულ იქნა 1715 წელს,პალაგონიის მეხუთე თავადის – ფრანჩესკო ფერდინანდო გრავინი-ი-კრუხილიასის შეკვეთით.აღნიშნული სასახლის აგება შეკვეთილ და დავალებულ იქნა იმ პერიოდის ცნობილ იტალიელ არქიტექტორზე – ტომაზო მარია ნაპოლიზე.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ “ვილა პალაგონია”,პირველი სიცილიური ბაროკოს სტილის ნაგებობაა ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) იგი განსაკუთრებით ცნობილი ნაგებობა გახლდათ,თავისი საოცარი გროტესკული სკულპტურებით,რომლებიც თავის მხრივ ერთგვარად გამოსახავს ადამიანისმაგვარ ურჩხულებს,რომლებიც ასე უხვად არის განთავსებული “ვილა პალაგონიაზე” და მის ულამაზეს ბაღში.სწორედ ამ საოცარი სკულპტურების გამო,უწოდეს – “ურჩხულების ვილა”.მან იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა და იმდენად დიდი ინტერესის საგნად იქცა (განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში),რომ მას ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები და მოგზაურები.მათ შორის უდიდესი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ გოეთე და დიდებული ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა (უფროსი).მე-XX საუკუნეში კი ამ სასახლის მიმართ,დიდი ინტერესი გამოხატა სურეალისტმა ხელოვანებმა.მათ შორის – მარიო პრაცმა,დაჩია მარაინიმ,დომინიკ ფერნანდეზმა და ჯოვანი მაკიამ.გარდა ამისა “ვილა პალაგონიის” მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოჩინეს ისეთმა დიდმა ფოტოხელოვანებმა,როგორებიც იყვნენ – ბრასაი და ფერდინანდო შალა.ცნობილია ისიც,რომ “ვილა პალაგონია” თავიანთ სახვით ხელოვნებაში ასახა მრავალმა დიდმა მხატვარმა.მაგა;ითაფ ისეთმა,როგორიც იყო – რენატო გუტუზო. (ავტორი გენია.ჯი) “ვილა პალაგონიას” ნაგებობა არაერთხელ მომხდარა კინოხელოვნების მატეანეშიც,რადგან იქ იქნა (1960 წელი) გადაღებული მრავალი სცენა,ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის – მიქელანჯელო ანტონიოლის მიერ გადაღებულ ფილმში – “თავგადასავალი”.
დღესდღეობით “ვილა პალაგონიას” ინტერესი არ დაულარგავს და კვლავაც უდიდეს ინტერეს იწვევს მნახველში.რის გამოც კვლავაც მრავალი ტურისტი სტუმრობს.ფაქტიურად აღნიშნული ნაგებობა,კუნძულ სიცილიის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობად არის მიჩნეული.