“ყველაზე გრძელი კუდის მქონე ფრინველის ჯიში”
ყველაზე დიდი კუდის მქონე ფრინველად მსოფლიოში (მათ შორის ცხოველებშიც) დღემდე მიჩნეულია,იაპონიის ერთ-ერთ პატარა სოფელ კატიოში (კუნძული სიკოკუ) 270 წლის წინათ,ვინმე გლეხის რიძაე-მონ ტაკეიტის მიერ სპეციალურად გამოყვანილი ქათმის ჯიში,სახელწოდებით - “ღია-ლილისფერი ქათამი”.მას შემდეგ აღნიშნული ჯიში ფართოდ იქნა გავრცელებული იმავე სოფელში და ასეთი უცნაური კუდის მქონე ქათმის ჯიშის ყოლა ერთგვარად იქცა,სოფლის მაცხოვრებელი გლეხების ტრადიციადაც კი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ღია-ლილისფერი ქათამი” მხოლოდ და მხოლოდ სოფელ კატიოშია გავრცელებული და მისი ნახვა სხვაგან შეუძლებელია,რადგან მან იმდენად დაიმკვიდრა ამ სოფელში ადგილი,რომ აღნიშნული ჯიში დღესდღეობითაც კი თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი სხვაგან გავრცელება ერტგვარად ტაბუირებულია. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად თითოეული “ღია-ლილსფერი ქათმის” უზარმაზარი სიგრძის კუდისა,მათ შორისაც არიან “რეკორდსმენები”.აღნიშნული რეკორდსმენის კუდის სიგრძე კი 7 მეტრსა და 30 სანტიმეტრს შეადგენს.