შიმონ პერესი – „ეპიზოდი”
ისრაელის სახელმწიფოს სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა სახელმწიფო მოღვაწემ, ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ქვეყნის ახლანდელმა პრეზიდენტმა - შიმონ პერესმა, რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ როგორც „უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე” და „დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი”, ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის დროს განაცხადა:
„ყოველმა პოლიტიკოსმა საკუთარ თავს უნდა ჩააბაროს ანგარიში მოსალოდნელი პროგნოზებისა და რეალური სიტუაციების შესახებ. მე დღემდე მიმიჩნევენ ავტორად ახალი ახლო აღმოსავლეთის იდეისა. დიახ, ნამდვილად ვოცნებობ სრულიად ახალი სტილის ახლო აღმოსავლეთზე, სადაც არ იქნება მტრობა არაბებსა და ებრაელებს შორის. რას არ მიწოდებდნენ, რა სახელს არ მარქმევდნენ, მათ შორის ყალთაბანდსაც კი… იმასაც ამბობდნენ, თითქოს თეთრი სპილოებით ვვაჭრობდი. ამაზე ადრეულ ასაკში მართლაც მქონდა უარყოფითი რეაქცია, თუმცა დღეს სრულებით არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემს შესახებ. მე ვიცი რა მიზანი მაქვს დასახული და მას აუცილებლად ბოლომდე მივაღწევ”. (ავტორი გენია.ჯი)