ფელიქს ფინკბაინერი
ფელიქს ფინკბაინერი - დაიბადა 1997 წლის 8 ოქტომბერს ბავარიაში (გერმანია).იგი წარმოადგენს იმ გერმანელ ბავშვს,რომელმაც წამოიწყო საქვეყნოდ ცნობილი კამპანია “მილიონი ხის დარგვისა”.მისი ბუნების მიმართ სიყვარული იმდენად დიდი იყო,რომ 9 წლის ასაკში თანაკლასელთან ერთად გადაწყვიტა საფუძველი ჩაეყარა მილიონი ხის დარგვის კამპანიისათვის. და მართლაც მისმა შესანიშნავმა იდეამ,აღაფრთოვანა არა მარტო უბრალო ადამიანები,არამედ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები,ტოპ-მოდელები და ხელისუფლების წარმომადგენლები.მალევე ფელიქსის იდეამ ხორცი შეისხა და მრავალი ადამიანის მხარდაჭერით დაიწყო დიდებული პროექტის განხორციელება.თავდაპირველად ამ კამპანიის ფარგლებში დარგულ იქნა მილიონი ხე,თუმცა რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ფელიქსის უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით დარგულ იქნა ერთი მილიარდი ხის ნერგი.როგორც ტავად ფელიქსი ამბობს,უკვე მიზანი ერთი ტრილიონი ხის დარგვაა. (ავტორი გენია.ჯი) მანვე ჩამოაყალიბა არაკომერციული ორგანიზაცია,სახელწოდებით “Plant-for-the-Planet”,რომელიც აქტიურად ანხორციელებს მის პროექტს და ფართოდ არის დაკავებული დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლასა და ბუნების გადარჩენის საკითხებში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი პიროვნებით “გაეროც” კი დაინტერესდა და იგი სიტყვითაც წარსდგა მსოფლიოს ამ უმაღლესი ტრიბუნიდან.მალევე გაეროს ინიციატივით დაიბეჭდა და გამოიცა წიგნიც კი.ფელიქსი უდიდესი გულშემატკივარი გახლავთ,დიდი კენიელი საზოგადო მოღვაწისა და “ნობელიანტი” ქალბატონის – ვანგარი მაატისა,რომელიც ამასთანავე ბუნების დიდი მოყვარულია და “მოძრაობა მწვანე სარტყლისათვის” ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში,2011 წლის დეკემბერში ფელიქსმა საჯაროდ განაცხადა:
“ჩვენ – ბავშვები – უკვე ოფიციალურად ვართ ჩართული პროგრამაში “მილიარდი ხის დარგვა” და ვიმუშავებთ სადაც არ უნდა იყოს საჭირო,ხელისუფლებასტან,კომპანიებთან,საზოგადო მოღვაწეებთან და უბრალო ადამიანებთან ერთად,რათა კიდევ უფრო გავაფართოვოთ არეალი ჩვენი მოქმედებებისა. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დავალებას და ყველაფრეს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ვანგარი მაატის მემკვიდრეობამ ნაყოფი გამოისხას”.
ფელიქს ფინკბაინერი ამ ბრწყინვალე იდეას დღემდე ანხორციელებს და მის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის ფილიალები,მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გახსნილი.