მარტი აჰტისაარისა და სლობოდან მილოშევიჩის მოლაპარაკებიდან…
მარტი აჰტისაარი - წარმოადგენს ცნობილ ფინელ პოლიტიკოსსა და დიპლომატს,რომელიც 1994-2000 წლებში ფინეთის პრეზიდენტი იყო.მოგვიანებით კი გაეროს წარმომადგენელი გახლდათ კონფლიქტების (მათ შორის კოსოვოში) მოგვარების საკითხებში.2008 წელს მას მიენიჭა “ნობელის პრემია” – კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური როლის შესრულებისათვის,რამდენიმე კონტინენტზე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.იგი აქტიურად იყო ჩართული იუგოსლავიის კონფლიქტშიც და მათ შორის იუგოსლავიის პრეზიდენტთან – სლობოდან მილოშევიჩთან მოლაპარაკებებში.მიუხედავად იმისა,რომ აჰტისაარი დაჯილდოებულ იქნა “ნობელის პრემიით” კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხებში,მის მიმართ არაერთი კრიტიკა იყო გამოთქმული. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის მას აკრიტიკებდა ნამიბიის პირველი პრეზიდენტი სემ ნუიომა და სხვა პერსონები.გარდა ამისა მას ბრალს სდებდნენ კოსოვოელებისაგან,მათდამი მხარდაჭერის სანაცვლოდ დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში (თუმცა აღნიშნული მას ვერ დაუმტკიცდა).განსაკუთრებით კი მის მიმართ კრიტიკულად გამოირჩეოდა მასმედია და პრესა.1999 წელს იუგოსლავურმა გაზეთმა – “კვირის ტელეგრაფმა”,გამოაქვეყნა საკმაოდ სკანდალური სტატია,რომელიც ეძღვნებოდა ერთ-ერთი მოლაპარაკების პროცესს სლობოდან მილოშევიჩსა და მარტი აჰტისაარს შორის (როგორც ცნობილია აჰტისაარი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ ბელგრადის დაბომბვისა).საგაზეთო სტატიაში დაწვრილებით იყო მოთხრობილი მათ შორის გამართული მოლაპარაკების უმცირესი დეტალიც კი.კერძოდ მასში ეწერა:
- მარტი აჰტისაარმა შესავალი სიტყვა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა განსჯისათვის და არა მოლაპარაკებისათვის”…
ჩვენ აქ შევიკრიბეთ,რათა ხელი მოაწეროთ ყველა იმ დოკუმენტს,რომელსაც თქვენ უკვე გაეცანით”.
- მილოშევიჩმა ხელში აიღო დოკუმენტები და მას მიმართა:
“რა მოხდება მაშინ,თუ კი ამ დოკუმენტებს ხელს არ მოვაწერ?”
- საპასუხოდ აჰტისაარმა მაგიდის ცენტრში მყოფი ყვავილებიანი ლარნაკი აიღო და მილოშევიჩს მაგიდისაკენ ხელის მითითებით მიუგო:
“ბელგრადი გახდება ისეთი,როგორიც ამ მაგიდის ზედაპირია.ჩვენ დოკუმენტზე ხელის არმოწერის შემთხვევაში,დაუყოვებლივ დავიწყებთ ბელგრადის მასირებულ დაბომბვას,რასაც შესაძლოა ერთ კვირაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეეწიროს”.
ამ “მოლაპარაკებისას” იუგოსლავიის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა,მარტი აჰტისაარის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა,რასაც ბელგრადის საშინელი დაბომბვა და ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო თავად მილოშევიჩი სერბეთის ახალი მთავრობის მიერ,დაკავებულ იქნა 2001 წელს და იგი გადაეცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს,რომელმაც მას ბრალი დასდო იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას,ბოსნიაში,ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში,რიგი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.2006 წლის 11 მარტს სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის ციხეში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.იუგოსლავიამ კი მანამდე,როგორც ერთიანმა სახელმწიფომ საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.