ლეიმა გბოვი – “ეპიზოდი”
ლეიმა გბოვი - წარმოადგენს მშვიდობისათვის ლიბერიის ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს აქტივისტსა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს (2011 წელი) მშვიდობის განმტკიცების დარგში.კერძოდ “ქალების უსაფრთხოებისა და ქალების უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის”.აღნიშნული ჯილდო მას გადაეცა 2011 წელს,მის თანამემამულე,ლებერიის რიგით 24-ე პრეზიდენტთან,ქალბატონ ელენ-ჯონსონ სირლიფთან და იემენელ უფლებათა დამცველ ქალბატონთან – ტავაკულ კარმანტან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) ლეიმა გბოვმა დაარსა ორგანიზაცია,სახელწოდებით – WIPNET,რომელიც დღემდე აქტიურად არის დაკავებული ქალთა უფლებების დაცვით.მის შესახებ 2008 წელს,გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი,სახელწოდებით “განდევნე ეშმაკი,უკან – ჯოჯოხეთში”,სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი პირადი ღირსებები და ბრძოლა ქალთა უფლებების დაცვისათვის.ლეიმა გბოვი ერთ-ერთ თავის საჯარო წერილში ამერიკის პრეზიდენტისადმი წერდა:
“წარსულში ჩვენ ყოვლად უძლურები ვიყავით წინ ავღდგომოდით მკვლელობებს,ძალადობრივ მეთოდებს,არაადამიანურ მოპყრობებს,ავადმყოფობებს,ჩვენი შვილებისა და ოჯახების განადგურებას.თუმცა სამოქალაქო ომმა გვასწავლა,რომ მომავალი ეკუთვნით სიტყვებს – არა ძალადობას და დიახ მშვიდობას! ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ვერავინ მანამ,სანამ დედამიწაზე მშვიდობა არ გაიმარჯვებს და საბოლოოდ არ დაისადგურებს”. (ავტორი ტგენია.ჯი)