“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „ბედნიერება გახლავთ ის, როდესაც: სახლში არა გვყავს ავადმყოფი, ციხეში არ გვყავს ნათესავი, პარტნიორებში არა გვყავს მოღალატე და მეგობრებში არ გვყავს – მტერი!”
* * *
2. „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! რადგან არავინ იცის ხვალ რა გველოდება: არ ვავნოთ ერთმანეთს! რადგან არავინ იცის, ოდესმე შევხვდებით თუ არა ერთმანეთს! გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან შესაძლოა ამის შანსი მეორედ აღარასოდეს მოგვეცეს”.
* * *
3. „ვცხოვრობ მათთვის, ვისაც ვჭირდები… ვმეგობრობ მათთან, ვისაც ვენდობი… ურთიერთობა მაქვს მათთან, ვისთანაც მსიამოვნებს… მადლობელი ვარ მათი, ვინც მაფასებს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ალკოჰოლი პასუხის ძიებაში კი არა, შეკითხვის დავიწყებაში გვეხმარება”.
* * *
5. „არასოდეს განსაჯოთ ადამიანები მათი წარსულის გამო, რადგან თქვენ ხომ არ იცით რა გელოდებათ მომავალში?!”
* * *
6. „მთავარი ოჯახში, რა თქმა უნდა მამაა! თუმცა ვინ არის მამა, ამას მხოლოდ დედა წყვეტს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „გვახსოვდეს უფალი მაშინ, როდესაც კარგად ვართ და არაფერი გვესაჭიროება. სამაგიეროდ უფალი გაგვიხსენებს, მაშინ როდესაც ძალიან გაგვიჭირდება…”
* * *
8. „საკუთარი ცხოვრება მანამ უნდა ავიწყოთ, სანამ თავად ცხოვრება დაიწყებდეს ჩვენსავე აწყობას”.
* * *
9. „ცოლის ხელფასი – მისი პირადი ხელფასია, ხოლო ქმრის ხელფასი ოჯახის ბიუჯეტი!”
* * *
10. „თუ კი ქალი საიდუმლოების ზარდახშაა – მაშინ მამაკაცი ზღაპრების სკივრი ყოფილა”.