“შესაძლო საუბარი – იესო ქრისტესა და წმინდა ღირს მამა გაბრიელს შორის”
უფალმა თავისთან დაიბარა წმინდა ღირსი მამა გაბრიელი და უთხრა: “გაბრიელ,საყვარელო მეგობარო,დღეს შენი დაბადების დღეა,მთხოვე,რა გინდა?”
- წყალობა ჩემი სამშობლოსათვის,უფალო ჩემი საქართველოს გაბრწყინება – ესაა ჩემი ოცნება.
უფალი მოიღუშა და ოდნავ გაბრაზებული ხმით მიმართა:
“განა ამდენი საუკუნის მანძილზე ცოტა ვითმინე? რამდენი მუხანათობა და ღალატი,რამდენი ძმათამკვლელი ომი ვაპატიე.ან დღეს რა ცოდვის მორევშია ქვეყანა? თუ დღეს ერი არსებობს,ეს ქართველების დამსახურება ხომ არ გგონია? ღვთისმშობელს უმადლოდეთ”.
შენ ხარ ღმერთი მიტევებისა,მოწყალებისა და სიყვარულისა.დღეს ბოლო ჟამია.ქართველებმა ეს კარგად იციან და რა,რას აკეთებენ თავის გადასარჩენად? ათასი ნიშანი გავუგზავნე: წყალდიდობები,მეწყერი,მიწისძვრები,აგერ გველები და კალიებიც კი შევუსიე,მაგრამ მაინც ვერ მოვიყვანე გონზე”.
მართალი ხარ,უფალო,მაგრამ შენი ერთგულებიც ხომ არიან? ნახე,ჩემს საფლავზე რამდენი ხალხი დადის?
უფალს გაეცინა – აი გაბრიელ,შენ ხან საავადმყოფოებში დადიხარ,ხან მიცვალებულებთან ზიხარ და მათი სულების გადარჩენას მთხოვ,ხანაც დავრდომილებს ეხმარები.მითხარი,რამდენი ადამიანი დადის შენს საფლავზე ვინც წყალობასა და შეწევნას არ გთხოვს,ვინც მხოლოდ შენი სიყვარულის გამო დადის?
მამა გაბრიელმა მორცხვად დახარა თავი: ცოტა,უფალო,ძალიან ცოტა.
შემდეგ თვალი თვალში გაუსწორა იესოს და უთხრა:
“მომიტევე უფალო კადნიერება,მაგრამ შენთანაც ხომ წყალობისა და შეწევნის სათხოვნელად დადიან ადამიანები?”
უფალმა გულიანად გაიცინა და თქვა:
“მართალი ხარ გაბრიელ,მართალი და სუფთა.იმიტომაც მიყვარხარ ასე ძალიან.მოდი ჩაგიკრა გულში,ჩემო ერთგულო.მივცემ ქართველებს კიდევ ცოტაოდენ დროს.წყალობასაც გამოვიღებ და ბოროტისაგანაც გამოვიხსნი.ოღონდ ერთი პირობით – ამპარტავნებას და ქედმაღლობას თავი დაანებონ და იცოდნენ,ვის უნდა უმადლოდენ სამშობლოს გადარჩენას.თავის სულიერ წინამძღოლს უსმინონ და იარონ ჩემსკენ.ნუ მაკრავენ ჯვარზე წამდაუწუმ. და მზად იყონ,ოდეს მოვალ დიდებითა ჩემითა”.
“დიდი მადლობა უფალო.დიდება შენდა,უფალო იესო”.
P.S. “გახსოვდეთ,მე თქვენთან ვარ! მე კი არ ვკვდები,არამედ მივდივარ და მალე მოვალ!”