“ბაპტისტური ომი”
“ბაპტისტური ომი” - ინგლისურ ენაზე “The Baptist War”,რომელიც ასევე ცნობილია,როგორც – “დიდი ამბოხება იამაიკელი მონებისა”,წარმოადგენს ისტორიულ აჯანყებას იამაიკის კუნძულოვან სახელმწიფოში 1831-1832 წლებში (იმ პერიოდის დიდი ბრიტანეთის კოლონია).ამბოხებაში მონაწილეობას იღებდა,კუნძულზე მყოფი 300 000 მონიდან – 60 000 მონა.მისი ხელმძღვანელი კი გახლდათ ცნობილი ბაპტისტი მოძღვარი - სემუელ შარპი,რომელიც აღშფოთებული იყო პლანტატორთა მიერ მონებზე სასტიკი მოქცევისა და ულმობელი შრომის გამო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ამ აჯანყებაში მონაწილეობდა მრავალი ის ბაპტისტი,რომელიც სემუელის მოძღვრების მიმდევარი იყო.აჯანყების ბელადები ბრიტანელი მისიონერების წრეში იყვნენ აღზრდილები და მათ ერთგვარად იტაცებდა “აბოლიციონიზმის” იდეები,რომელიც იმ პერიოდის დიდ ბრიტანეთში,საკმაოდ პოპულარული გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,ორგანიზატორების მიერ ჩაფიქრებული იყო,რომ მათ მოეწყოთ არა აჯანყება,არამედ მხოლოდ საერთო გაფიცვა პროტესტის სახით.აღსანიშნავია ისიც,რომ ბაპტისტებს არანაირი ზალადობრივი ქმედება დაგეგმილი არ ჰქონიათ და არც სხვა მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ ყოფილან აგრესიულები.
1831 წლის 25 დეკემბერს სემუელ შარპი,რომელმიც შეცდომით თვლიდა,რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მონების განთავისუფლების ბრძანებას და აღნიშნული ბრძანება იამაიკაზეც უნდა გავრცელებულიყო.სწორედ ამიტომ მან მოუწოდა იამაიკაზე მყოფ მონებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატულებისაკენ.ამ პერიოდისათვის კი იამაიკაზე შაქრის მოსავალს იღებდნენ პლანტაციებში,რის გამოც პლანტატორებმა თავიანთი აგრესიული პროტესტი გამოხატეს მათ მიმართ,რამაც გაფიცვა აჯანყებაში გადაზარდა.მათ გადაწვეს საქრის ლერწმის პლანტაციები,თუმცა არ შეხებიან თეთრკანიან მოსახლეობას.მიუხედავად ამისა,აჯანყებას 14 თეთრკანიანი მოსახლე შეეწირა.აჯანყების ჩასახშობად გამოყენებულ იქნა რეგულარული არმიის ნაწილები.ორკვირიანი შეტაკებების შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 207 ადამიანს მიაღწია და როდესაც აჯანყებულები დამარცხებულ იქნენ,მათგან 340-მდე მონა სიკვდილით იქნა დასჯილი.1832 წელს კი ჩამოხრჩობილ იქნა აჯანყების სხვა ორგანიზატორებთან ერთად,ერთ-ერთი უმთავრესი სულისჩამდგმელი – სემუელ შარპი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა დიდი დევნა დაიწყო სხვა მისიონერებთანაც,რის შედეგადაც მრავალი მისიონერი იქნა დაკავებული,თუმცა მალევე განთავისუფლებულიც.პლანტატორთა მიერ გამოვლენილი სისასტიკის წინააღმდეგ მოწყობილმა აჯანყებამ,დიდი გავლენა იქონია დიდ ბრიტანეთში “მონობის გაუქმებაში”.მიუხედავად მარცხისა “ბაპტისტურმა ომმა” პირველი დადებითი შედეგი მალევე მოიტანა (1833 წელი),მას შემდეგ,რაც დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად აკრძალა ბავშვების ექსპლოატაცია,ხოლო 1838 წელს კი საბოლოოდ გაუქმდა დიდ ბრიტანეთში – მონობა.
“ბაპტისტური ომის” ორგანიზატორი – სემუელ შარპი