“ტუბუს ხალხი”
“ტუბუს ხალხი” - ინგლისურ ენაზე “Toubou people”,არაბული თარგმანით აღნიშნავს “კლდის ადამიანს”.ისინი წარმოადგენენ ხალხს,მაცხოვრებელს ცენტრალური საჰარის ტერიტორიაზე,უმთავრესად აფრიკულ სახელმწიფო ჩადში,ხოლო მცირე ჯგუფებად ნიგერსა და ლიბიაში.დღესდღეობით მათი საერთო რაოდენობა 350 000 ადამიანს შეადგენს.ისინი იყოფიან ორ ჯგუფად: მედა (ჩრდილოეთში) და დაზა (სამხრეთში).საუბრობენ ტუბუს ენაზე,რომელიც თავის მხრივ საჰარული ენის მონათესავე ენაა. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრეს რელიგიას “ტუბუს ხალხისა” ისლამი წარმოადგენს.ძირითადად “ტუბუს ხალხი” მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევენ (ტედას ჯგუფი ძირითადად აქლემებს,ხოლო დაზას ჯგუფი საქონელს).თავიანთ მიწებზე მოჰყავთ – ხორბალი,ქერი,ფეტვი,თამბაქო,ბამბა და სხვა კულტურები.მათ მოსარწყავად კი დროებით ნაკადებს ამა თუ იმ მდინარისა.გარდა ამისა ისინი დაკავებული არიან ნადირობით და ველურ ბუნებაში მზარდი სხვადასხვა ხილის შეგროვებით.ცხოვრობენ ხის ქოხებში,რომლებიც პალმის ტოტებით არის დაფარული.ასეთ ხის ქოხებს კი – “ფერინგს” უწოდებენ.ისევე როგორც ტაურეგის ხალხს,ტუბუს ხალხსაც ჰყავს თავისი კასტა მჭედლებისა.გარდა ამისა მათში დიდი ადგილი უჭირავს ადგილობრივ ცეკვებსა და სიმღერებს.
ეთნოგრაფების ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ “ტუბუს ხალხი”,უძველესი ხალხია აფრიკული კონტინენტისა,რომლებმაც გამოიმუშავეს საკუტარი კულტურა და ტრადიციები.გარდა ამისა,ისინი მიიჩნევენ,რომ ისინი ყველაზე “გამძლე” ხალხია მსოფლიოში.რადგან მათ ძალუძთ იცხოვრონ ისეთ ადგილებში,სადაც ნებისმიერ ადამიანს ძლიერ გაუჭირდება ცხოვრება.მაგალითად “ტუბუს ხალხის” ნაწილი ცხოვრობს ტიბესტის ზეგანზე,სადაც ზალიან მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა მათ შეუძლიათ რამდენიმე დღის მანძილზე ისე ისულდგმულონ,რომ საკვები არ მიიღონ.მიუხედავად ამისა,ისინი გამოირჩევიან ხანგრძლივი სიცოცხლით და რაც აქვე აღსანიშნავია,არის ის,რომ ისინი ნებისმიერ ასაკში ინარჩუნებენ შესანიშნავ ფორმაში – კბილებს.რის გამოც,აღნიშნული ფაქტი მრავალი მედიკოსისა და მეცნიერის დაკვირვების საგანიც კი გახდა.”ტუბუს ხალხიდან” მრავალი პოლიტიკოსი და ცნობილი პერსონა არის წამოსული.მათ შორის ყველაზე ცნობილი გახლავთთ,ჩადის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტები – ჰისენ ჰაბრე და გიკუნი უედეი.