უილიამ შექსპირი – “სონეტი XCIV”

ვისაც სიავის ძალა შესწევს,მაგრამ დღეს ავით

არც ვინმეს ჩაგრავს და არც ანგრევს სხვების ანაგებს,

ვინც უშფოთველად გარინდულა სალი კლდესავით

და წუთისოფლის მადევართა შფოთვას განაგებს.

***

ვინც მიაჩნიათ თვით განგების შთამომავალად,

ვისაც სიმდიდრე ბუნებისა უხვად რგებია,

იგია სხვისი მბრძანებლად და გზა-სავალად

მის სიდიადეს ბრბო კვალდაკვალ ასდევნებია.

***

მაგრამ ვაი,რომ  ეს სიცოცხლე ყვავილის მსგავსად

ერთ დაბადებას და ერთადერთ ზაფხულს ამშვენებს…

სიკვდილი მოვა,აღარაფერს დატოვებს არსად

და ყველა ყვავილს ერთიანად გადააშენებს.

***

მწარე საწუთრო სიტკბოს დიდხანს არსად ალაღებს,

ზამბახს რომ აჭკნობს,იქ ახარებს მინდვრის ბალახებს…