ნიკოლო დი ბერნანდო მაკიაველის მოსაზრებები…

“კარგა ხანია, აღარ ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ, და არასოდეს ვფიქრობ იმას, რასაც ვლაპარაკობ, და თუ შემთხვევით სიმართლის თქმა მიხდება, ტყუილის ისეთ გროვაში ვმალავ, ვერც კი მიაგნებ”.

* * *

“მთავარია ახლობელთა თუ ხელქვეითთაგან არავის მიაყენო მძიმე შეურაცყოფა”

* * *

“როდესაც რუანის კარდინალმა გამომიცხადა, იტალიელებს სამხედრო საქმის არა გაეგებათ რაო, მე მივუგე, რომ სამაგიეროდ ფრანგებს არაფერი გაეგებოდათ სახელმწიფო საქმეებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებდნენ ეკლესიის ასეთ აღზევებას-მეთქი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“აი რატომაა, რომ ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, უიარაღონი კი იღუპებოდნენ; რადგან, ზემოთქმულის გარდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის ბუნება ცვალებადია, და თუ მათი მოქცევა შენს რწმენაზე იოლია, რთულია შენარჩუნება. ამიტომ, მზად უნდა იყო, რომ ძალით აიძულო, ირწმუნოს ის, რაც სწამდა”.

* * *

“მეტად აღარ მიენდოთ ლოდინს, ფორტუნას და დროს ნუ დაეყრდნობით, რადგან დროის სვლასთან ერთად ყოველთვის იგივე არ ხდება, და არც ფორტუნაა ყოველთვის ერთი და იგივე”.