ნიკოლაე ჩაუშესკუს შესახებ წერდნენ…
რუმინული კომუნისტური პარტიის ლიდერის და ქვეყნის პრეზიდენტის (ცნობილი დიქტატორის 1965-1989 წლებში) - ნიკოლაე ჩაუშესკუს(1918-1989 წლები) შესახებ,რომელმაც სიცოცხლე “რუმინეთის რევოლუციური საბჭოს” მიერ გამოტანილი “სასიკვდილო განაჩენის” შედეგად,საკუთარ მეუღლესთან – ელენა ჩაუშესკუსთან ერთად დაასრულა,მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები წერდნენ:
“ნიკოლაუ ჩაუშესკუ,ძალიან რთული ხასიათის მქონე ადამიანი იყო.იგი ცდილობდა ჩემთვის ბევრი რჩევა მოეცა… როდესაც რუმინეთში ვიზიტით ვიმყოფებოდი,შევხედე,რომ ადამიანები მის თითოეულ ჟესტს იმეორებდა და არა მარტო ჟესტს,არამედ თითების მოძრაობასაც კი.ამის გამო მომეჩვენა,რომ იმ ქვეყანაში ადამიანები,ერთგვარად წარმოადგენდნენ ჭანჭიკს,ერთიანი მექანიზმისა”. - მიხეილ გორბაჩოვი (ავტორი გენია.ჯი)
***
“რამდენიმე ხნის მანძილზე ჩვენ რუმინეთის ხელისუფლების მიმართ დადებითად განვეწყვეთ.რადგან ჩვენი იმ დროინდელი მოსაზრებით ჩაუშესკუ წინ აღუდგა საბჭოთა კავშირს.როგორც კი შევხედეთ იმას,რომ იგი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აღმოჩნდა,მაშინვე ვთქვით,რომ იგი ჩვენი კაცი იყო.მოგვიანებით კი რეალურად შევხედეთ,რომ საქმე გვქონდა არა დემოკრატ ლიდერთან,არამედ დიქტატორ-ოლიგარქთან,რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა რუმინეთში… ამის შემდეგ ჩვენ კარდინალურად შევიცვალეთ პოზიცია მის შესახებ”… - ჯორჯ ბუში (უფროსი)
***
“არ ვნანობ იმას,რომ ნიკოლაე ჩაუშესკუ სიკვდილით დასაჯეს. (ავტორი გენია.ჯი) მან სრულიად დამსახურებულად მიიღო ის რაც ეკუთვნოდა,რადგან თავად იყო უმთავრესი დამნაშავე და შემოქმედი ყოველივეში,რაც რუმინეთში მოხდა”. - იონ ილიესკუ (რუმინეთის შემდგომი პრეზიდენტი)