ჯონ უილიამ უოტერჰაუზი – “ბედისწერა”
“ბედისწერა” - წარმოადგენს შესანიშნავ სურათს,დახატულს დიდი ინგლისელი მხატვრის - ჯონ უილიამ უოტერჰაუზისა (1843-1917 წლები).რომლის შემოქმედებასაც სპეციალისტები მიაკუთვნებენ გვიანდელ სტადიას პრერაფაელიზმისა.სურათი დახატულ იქნა 1900 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით.
მისი სიმაღლე 68,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 55 სანტიმეტრი.როგორც ცნობილია,ინგლისსა და ბურებს შორის,სამხრეთ აფრიკაში ომი 1899 წელს მიმდინარეობდა.სწორედ ამავე პერიოდში,კერძოდ 1900 წლის გაზაფხულზე 350-მა ინგლისელმა მხატვარმა,გადაწყვიტა ინგლისური არმიისათვის ფინანსური დახმარების გაწევა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტილოს დახატვაც,სწორედ ამ ეტაპს და ამ მოვლენას უკავშირდება.პირველად ფართო საზოგადოებისათვის ტილო,წარმოდგენილ იქნა ლონდონის რატუშაში.მალევე იგი გაყიდულ იქნა “კრისტის აუქციონზე”,სხვა მხატვრების სურათებთან ერთად.საბოლოო ჯამში ინგლისელი მხატვრების მიერ აუქციონზე გატანილი სურათებიდან 12 000 გირვანქა-სტერლინგი შეგროვდა,რომელიც შემდეგ გადაეცა,ამ ომისადმი სპეციალურად ჩამოყალიბებულ – “Artists’ War Fund”-ს. (ავტორი გენია.ჯი) ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მხატვარმა აღნიშნული ფონდის წარწერა,სურათზე გააკეთა (დაბლა მარცხენა მხარეს).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჯონ უილიამ უოტერჰაუზის მიერ შექმნილი სურათი “ბედისწერა”,ლონდონის საგამოფენო სალონის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იქნა მიჩნეული.დღესდღეობით იგი დაცულია ინგლისის ქალაქ ბერნლის – Towneley Hall Art Gallery-ში.