იბოგა
იბოგა - ლათინურ ენაზე “Tebernanthe iboga”,წარმოადგენს მარადმწვანე ბუჩქს ქენდირისებრნთა ოჯახისა.მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლავთ “დასავლეთ აფრიკის” ტროპიკული ტყეები.სიმაღლით 2 მეტრამდე იზრდება,თუმცა ზოგიერთი ეგზემპლარი 10 მეტრსაც აღწევს.ფოთლები მუქი მწვანე ფერის აქვს.ყვავილები თეთრი ფერის,ხოლო ნაყოფი ნარინჯისფერი ოვალური ფორმის.იბოგას ფესვები შეიცავს ინდოლურ ალკალოიდებს,მათ შორის იბოგაინს.განსაკუთრებით იგი კონცენტრირებულია მცენარის ფესვის ქერქში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის,რომ იბოგაინის მცირე დოზაც კი სტიმულირებას უკეთებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.გარდა ამისა იწვევს ამა თუ იმ ადამიანში ყურადღების გამახვილების გაუმჯობესებას,რაც მათ ნადირობის დროს განსაკუთრებით ესაჭიროებათ.იგი ასევე იწვევს მხედველობის გაუმჯობესებასაც.მისი ფესვებისაგან დამზადებული სითხე მწარე გემოსია,თუმცა შეიცავს ანესთეზეოლოგიურ ეფექტს.მას გამოიყენებენ მედიცინაშიც,თუმცა ცნობილია,რომ იბოგაინი მედიცინაში კლასიფიცირდება,როგორც ჰალუცინოგერული საშუალება.სწორედ ამიტომ არის,რომ მისი გამოყენების მიმართ გარკვეული იურიდიული შეზღუდვები მოქმედებს.მიუხედავად ამისა,ცნობილია,რომ იგი გამოიყენება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისაგან განსაკურნებლად.”იბოგას” ძალიან დიდი დანიშნულება აქვს ბვიტის ხალხის რელიგიური რიტუალებისას.კერძოდ ისეთ აფრიკულ ქვეყნებში,როგორებიცაა კამერუნი, (ავტორი გენია.ჯი) კონგო და გაბონი.ზემოთ აღნიშნულ ხალხში,იბოგას ფესვებისაგან დამზადებულ სასმელს,დიდი დოზით მიირთმევენ ტომის ახალგაზრდები “ინიციაციის” დროს (საიდუმლოებათა შესრულება,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცები სრულწლოვანები ხდებიან).სხვა შემთხვევებში მის მხოლოდ მცირე დოზას იღებენ და ისიც რელიგიური საკულტო რიტუალების შესრულებისას (ცეკვებისას და სხვა) და ნადირობისას.შესაბამისად ამ ქვეყნებში იბოგა ფართოდ გამოიყენებადი მცენარეა.