“ცოდვების მჭამელი”

“ცოდვების მჭამელი” - წარმოადგენდა იმ ადამიანს,რომელიც განსაკუთრებული წესით ჩატარებული რიტუალისას,კერძოდ გარდაცვლილის დაკრძალვის წინ,ჭამდა პურის იმ ნაჭერს,რომელიც სპეციალურად ედო გარდაცვლილს მკერდზე.აღნიშნული რიტუალით ესა თუ ის ადამიანი საკუთარ თავზე იღებდა იმ ცოდვებს,რომელიც გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში იქნა ჩადენილი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უცნაური რიტუალი გავრცელებული იყო დიდი ბრიტანეთის მთიან რეგიონებში,განსაკუთრებით კი უელსში.იმის შესახებ,თუ როდის ჩაეყარა ამ უცნაურ რიტუალს საფუძველი,პირველადი ცნობები არ მოგვეპოვება.თუმცა ცნობილია,რომ იგი XX საუკუნის დამდეგ პერიოდამდე იყო მოქმედებაში. (ავტორი გენია.ჯი) ეგრეთ წოდებული “ცოდვების მჭამელის” რიტუალი გავრცელებული იყო ბალკანეთსა და ზემო ბავარიაშიც,მაგრამ იმ განსხვავებით,რომ გარდაცვლილის მკერდზე დადებულ პურის ნაჭერს არა ვინმე უცხო ადამიანები,არამედ უახლოესი ნათესავები ინაწილებდნენ.შესაბამისად,გარდაცვლილის ნათესავები მათივე უახლოესი ადამიანის სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების თანამონაწილეები და თანამოზიარეები ხდებოდნენ.დიდ ბრიტანეთში აღნიშნული ფუნქციის შემსრულებელ პირს გასამრჯელოს უხდიდნენ.ცნობილია ისიც,რომ ასეთი დაქირავებული ადამიანების პროფესია,დიდ ბრიტანეთში შთამომავლობით გადადიოდა. (ავტორი გენია.ჯი) რიგი ქრისტიანული ეკლესიების მიერ – “ცოდვების მჭამელის” რიტუალი დღემდე ერესად და მკრეხელობად არის მიჩნეული.