პიერ რენე დენილი

პიერ რენე დენილი - დაიბადა 1944 წლის 3 ოქტომბერს,ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ბელგიელ მათემატიკოსს,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა 1973 წელს – “ანდრე ვეილის ჰიპოთეზის” სრული დამტკიცებით.უმაღლესი განათლება Universite Libre de Bruxselles-ში მიიღო.სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდგომ,ცნობილი ფრანგი მათემატიკოსის – ალექსანდრე გროტენდიკის ხელმძღვანელობით,მუშაობა დაიწყო,ფრანგულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში,სახელწოდებით – “უმაღლესი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი”.თავდაპირველად დენილი, (ავტორი გენია.ჯი) დაკავებული იყო “ზარისკის თეორემის” ამოხსნით.1968 წელს იგი მუშაობდა უდიდეს ფრანგ მათემატიკოსთან და პროფესორთან ჟან-პიერ სერთან.1973 წელს კი პიერმა მისი ყველზე ცნობილი ნამუშევარი შექმნა,რომელიც ეძღვნებოდა “ვეილის ჰიპოთეზის” სრულ დამტკიცებას.1970-1984 წლებში,მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში “პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტში” (ნიუ-ჯერსის შტატი).მალევე მისი დიდებული მეცნიერული მიღწევების გამო,იგი ამ კვლევითი ინსტიტუტის მუდმივ თანამშრომლად იქცა.ამავე პერიოდს უკავშირდება პიერის მიერ შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები “ალგებრულ გეომეტრიაში”.2006 წელს პიერ რენე დენილს,ბელგიის მეფემ,არისტოკრატული ტიტული – “ვისკონტი” უბოძა.გარდა ამისა გი გახლავტ მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი,მათ შორის – “კრაფორდის პრემია”,”ვოლფის პრემია”,”ბალცანას პრემია” და სხვა სამეცნიერო პრემიები.1978 წელს პიერი არჩეულ იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად,2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის წევრად,ხოლო 2009 წელს შვედეთის მეცნიოერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით პიერ რენე დენილი,კვლავაც აქტიურად არის ჩართული მეცნიერებაში და მას,მოიხსენიებენ,როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მათემატიკოსი.