ვიქტორ-მარი ჰიუგო – “ხუროთმოძღვრების შესახებ”
“ხუროთმოძღვრების დიდი ქმნილებანი იმდენად ცალკე პიროვნებათა ნაწარმოები როდია,რამდენადაც მთელი საზოგადოების ნამოღვაწარი.ისინი უფრო მეტად ხალხის შრომითა და ოფლით არის შექმნილი,ვინემ გენიოსი ადამიანის ზეშთაგონებით.ეს ერის კულტურის საგანძურში დატოვებული ანაბარია,დაგროვებული,დაზვინებული საუკუნეობით,ნაშთი,ნალექი ადამიანთა საზოგადოების თანმიმდევრული აორთქლებისა;ერთი სიტყვით,იგი ერთგვარი ფორმაციაა.ეს ძეგლები დიდი წიგნია კაცობრიობის საყოველთაოს ისტორიის, (ავტორი გენია.ჯი) ასახული სხვადასხვა ხელოვნების ამ თანმიმდევრულ შედუღება-შეერთებაში ერთი და იმავე ძეგლის სხვადასხვა სიმაღლეზე.ადამიანი,ხელოვანი,ინდივიდუმი წაშლილია ამ უშველებელი მასის ზედაპირზე და შემოქმედის გვარი და სახელიც კი არ დარჩენილა.მასში ზოგადად აისახა და შეჯამდა ადამიანის გონება.აქ დროა ხუროთმოძღვარი,ხალხი კი – კალატოზი”. (ავტორი გენია.ჯი)