გალილეო გალილეი – “ნიკოლოზ კოპერნიკის შესახებ”
“ნიკოლოზ კოპერნიკის სისტემის სიყალბე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დგებოდეს ეჭვქვეშ,განსაკუთრებით ჩვენ,კათოლიკეთა მიერ,რომლებიც წმინდა წერილის უპირობო ავტორიტეტს ვაღიარებთ,განმარტებულს უდიდეს ღვთისმეტყველთა მიერ,რომელთა არგუმენტები გვეხმარება ჩვენი რწმენის სიმყარეში,რომ დედამიწა უძრავია და მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. (ავტორი გენია.ჯი) კოპერნიკისა და მისი მიმდევრების ჰიპოთეზა,რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს,მთლიანად უარყოფილია ყველაზე დიდი და ძლიერი არგუმენტი,სახელდობრ ღმერთის ყოვლისშემძლეობით.იგი შემძლეა,იმოქმედოს მრავალი,მათ შორის,უსასრულო გზებითაც,მაშინ,როცა ჩვენ დაკვირვებას ვაწარმოებთ მხოლოდ ერთი,ჩვენთვის მისაწვდომი ხერხით.ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია,შევაჩეროთ ღმრთის ხელი და დაჟინებით ვიკვლიოთ,თუ რაში ვცდებით.ვინაიდან მიმაჩნია,რომ კოპერნიკის დაკვირვებები და დასკვნები არაადეკვატურია.ასევე განვსაჯე, (ავტორი გენია.ჯი) რამდენად მცდარი და ყალბია პტოლემაოსის,არისტოტელესა და მათი მიმდევრების შეხედულებანი,როდესაც,ადამიანის აზროვნების ფარგლებიდან გაუსვლელად,მათი უსაფუძვლობა იოლად აღმოსაჩენია”.