პოლონელი სტუდენტი “ამა თუ იმ ხალხის შესახებ”
“განა არის ქვეყანაზე იმისთანა ხალხი,რომელსაც არ სურდეს კეთილი ცხოვრება? ყველას სურს,მაგრამ ხალხიც არის და ხალხიც,ზოგის სურვილი ისეთი სუსტია და დამჭკნარი,როგორც თვითონ ხალხია გათელილი და წელმოწყვეტილი.ზოგს,კი იმდენად შერჩენია კაცობრიული გრძნობა, (ავტორი გენია.ჯი) რომ მისთვის სიცოცხლე და კეთილი ცხოვრება განუყოფელია.მისთანა ხალხი კი მუდამ სდუღს,ან გულის წადილს აისრულებს,ან არადა ამ წადილსა ზედ შეაკვდება.ამისთანა ხალხს ვერაფერი ვერ შეაყენებს.ისტორია და კაცობრიობა მარტო ამისთანა ხალხს აძლევს ყურადღებას”.