“ნაპოლეონ ბონაპარტის გადადგომის აქტი”
“ფრანგებო! დავიწყე რა ომი ეროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად,მე ვიმედოვნებდი ყველა ძალისხმევის და სურვილის გაერთიანების ხელშეწყობას.მე მქონდა საფუძველი,წარმატების იმედი მქონოდა და არ ვაძლევდი მნიშვნელობას ჩემ წინააღმდეგ მომართულ მთავრობათა დეკლარაციებს.მდგომარეობა იცვლება.მე თავს ვდებ საფრანგეთის მტრების სიძულვილის სამსხვერპლოზე. (ავტორი გენია.ჯი) შეიძლება კი ისინი იყვნენ გულწრფელნი,როცა აცხადებენ,რომ მათ ყოველთვის მხოლოდ ჩემი თავი სჭირდებოდათ?!
ჩემი პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა და მევე ვაცხადებ ჩემს ვაჟიშვილს ნაპოლეონ II-დ სა საფრანგეთის იმპერატორად… მოქმედი მინისტრები ქმნიან დროებით სახელმწიფო საბჭოს.ზრუნვა ჩემს ვაჟზე მაიძულებს,მივმართო პალატებს,რომ მათ დაუყონებლივ,საკანონმდებლო წესით დააარსონ რეგენტობა.ყველანი გაერთიანდით საზოგადოებრივი ხსნისა და ესროვნული დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად”.