თამაზ ჭილაძე – ოთარ ჭილაძის შესახებ…

“…რომ შეძლებოდა,რა თქმა უნდა,ისევ თავიდან,ისევ ისე თავდაუზოგავად შეეწირებოდა იმ საქმეს,რისთვისაც განგებამ მოავლინა ამ ქვეყნად.ბევრს უკვირს, და მართლაც საოცარია,ამ ხიფათებით სავსე წუთისოფელში როგორ შესძლო ასე ღირსეულად ეცხოვრა,მონობის,კონფორმიზმის,თუნდაც,პოპულარობის ყველა ხაფანგს გადარჩენოდა და, ამავე დროს ამ ხაფანგში მოყოლილთა მაგივრად დატანჯულიყო იმიტომაც,რომ ბევრი,ვისიც სწამდა და ვისი იმედიც ჰქონდა,სინდისის ქენჯნის ნაცვლად,მშვიდად შეექცეოდა საკუთარი დაცემის,წახდენის,მონობის თაფლს; იტანჯებოდა და იმ მწყემსივით,რომელიც ხედავს,მაგრამ უმწეოა,გადაარჩინოს უფსკურლში გადასაჩეხად განწირული ფარა,რომელიც მის პირველ რომანში “პირუტყვული თავისუფლებით გალაღებული… უფსკრულისკენ მიიძოვდა ბალახს”. (ავტორი გენია.ჯი) ხშირად იხსენებდა ხოლმე გაბრიელა მისტრალის სიტყვებს: “მწყემსი თუ გყავთ?”