ჯონათან უაილდი

ჯონათან უაილდი - დაიბადა დაახლოებით 1682 წელს ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში,პარიკების დამამზადებლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ინგლისის ყველაზე ცნობილ ავანტურისტსა და დამნაშავეს,რომელმაც ჩამოაყალიბა ერთობ გასაოცარი “თაღლითური სტრუქტურა”.მისი პიროვნება იმდენად ცნობილი გახლდათ,რომ უაილდის შესახებ რამდენიმე ავტორმა ნაწარმოებიც კი დაიწერა.მათ შორის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიჩნეულია დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის – ჰენრი ფილდინგის მიერ 1743 წელს დაწერილი პიკარესკული რომანი (რომანის ჟანრის სახეობა,სადაც სპეციფიკურად მოთხრობილია გაიძვერა გმირის ან პერსონაჟის თავგადასავალი) – “ჯონათან უაილდი”. (ავტორი გენია.ჯი) ჯონათანი ოჯახმა,ბალთების მეწარმეს მიაბარეს,რათა კარგად შეეთვისებინა ვაჭრობის ხელოვნება.ამ მისიით იგი ლონდონში მიავლინეს.თუმცა ლონდონში ყოფნისას იგი იმდენად დიდ ვალებში ჩაეფლო,რომ მათი გასტუმრება ვერაფრის დიდებით ვერ მოახერხა.ვალის გადაუხდელობისათვის კი,როგორც ადრე იყო დადგენილი კანონებით,იგი ციხეში გამომაწყვდიეს.სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ავანტურისტული ცხოვრების მართლაც გასაოცარი თავგადასავალი.ციხეში ყოფნისას უაილდი დაუახლოვდა უამრავ მომპარავსა და მძარცველს.მათთან ურთიერთობის შემდგომ,ჯონათანმა შეიმუშავა ისეთი ქსელის ჩამოყალიბება,რომელიც მის ცხოვრებას უზრუნველყოფილს გახდიდა.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ მის სქემაში ჩართული უნდა ყოფილიყო ლონდონის არა მარტო რამდენიმე დამნაშავეთა დაჯგუფება,არამედ მთელი ქალაქის დამნაშავეთა სამყარო.რამდენიმე წლიანი სასჯელიდან განთავისუფლების შემდეგ,ჯონათანს თავისი იდეის განხორციელების შესანიშნავი საშუალება მიეცა.მის მიერ შემუშავებული “თაღლითური სქემით” და კავშირებით დამნაშავეთა სამყაროსთან,მან ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და წარმატებული “დამნაშავეთა ორგანიზაცია” იმ პერიოდის ინგლისში.კერძოდ მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს,აღებული ჰქონდათ ვალდებულება,რომ ნებისმიერი ქურდობის შემთხვევაში ყველა ფასეული ნივთს ჯონათანთან უნდა მოეყარა თავი,რის შემდეგაც ნივთები,შედარებით მცირე საფასურის გადახდის შემთხვევაში მფლობელს უბრუნდებოდა.ფაქტიურად ჯონათანმა ისეთი ორგანიზებული სახე მისცა ამ მოვლენას,რომ მისით კმაყოფილი არა მარტო თანამზრახველები,არამედ მოსახლეობა და თვით ხელისუფლებაც კი იყო.ამ მიზეზთა გამო ჯონათანი ინგლისის 1720-იანი წლების ყველაზე პოპულარულ პიროვნებათაც იქცა.რა თქმა უნდა მოსახლეობას წარმოდგენა არ ჰქონდა,რომ ჯონათანი თავად იყო ყოველივეს ორგანიზატორი და შემოქმედი.უაილდმა იმ პერიოდში დაიქვემდებარა ლონდონის თითქმის მთელი დამნაშავეთა სამყარო.მის გარეშე ქალაქში ვერავინ ვერაფერს მოიპარავდა და ყველა ბანდა ფაქტიურად მის ხელქვეით მოაქცია.მომპარავები,მოპარული საქონელიდან იღებდნენ ისეთ თანხას,რომელიც მათ აკმაყოფილებდათ და ამასთანავე მოპარული საქონლიდან თანხის აღება უსაფრთხო იყო,რადგან დაბრუნების პროცესი უკვე ჯონათანზე იყო დამოკიდებული.გარდა ამისა მისით კმაყოფილი იყო დაზარალებული მოსახლეობა,რადგან მათ კუთვნილ მოპარულ ნივთს ისინი,ნივთის ნამდვილ ღირებულებასთან შედარებით,საკმაოდ იაფ ფასებში იბრუნებდა უაილდის მეშვეობით.აღსანიშნავია ისიც,რომ არა მარტო ზემოთ აღნიშნული პერსონები,არამედ ერთი პერიოდი,ხელისუფლებაც ერთობ კმაყოფილი გახლდათ ამ მოვლენის გამო,რადგან იმ პერიოდის ლონდონი გამოჩეული ქალაქი გახლდათ დამნაშავეობის მხრივ და ხელისუფლებას ბევრად აწყობდა ისინი ისეთი ერთი ხელის ქვეშ მოექცია,რომელსაც თავად გააკონტროლებდა.ფაქტიურად ჯონათანი,შეკრული იყო არა მარტო დამნაშავეთა სამყაროსთან,არამედ ხელისუფლებასთანაც.თუ კი რომელიმე დაჯგუფება უარს იტყოდა მასთან თანამშრომლობაზე,მათ აუცილებლად პოლიცია აკავებდა.ფაქტის გახმაურების შემდეგ კი ესა თუ ის დაჯგუფებ იძულებული ხდებოდა ჯონათანთან ეთანთანამშრომლა.ცნობილია ისიც,რომ მოგვიანებით ინგლისის პარლამენტმა გამოსცა სპეციალური აქტი,რომლის მიხედვითაც,ნაქურდალის დამბრუნებელი,თავად ქურდთან ასოცირდებოდა.თუმცა,ამ აქტის გამოცემას ჯონათანის “დაკარგული ნივთების მოძიების ბიუროზე” (ასე უწოდებდნენ ირონიულად,მის მიერ შექმნილ ორგანიზაციას),მხოლოდ მცირეოდენი პრობლემების მეტი არაფერი განსაკუთრებული არ მოუტანია.გარდა ამისა ცნობილია ერთი ისტორია,რომელიც ეხება ცნობილ ინგლისელ მძარცველს – ჯეკ შეპარდს,რომელსაც ჯონათანმა თანამშრომლობა შეთავაზა,თუმცა მისგან უარის მიღების შემდეგ,თავის თანამზრახველებთან ერთად აკავებენ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი კი მათი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებით სრულდება.თუმცა,როგორც ყოველივე დასაწყისს,ასევე ყოველივეს დასასრულიც თან დევს.ასე იყო ჯონათანის შემთხვევაშიც.მის მიმართ ფაქტების მოძიებისათვის ხელისუფლებამ დაიწყო იმ დამნაშავეთა დაკავება,რომლებიც ჯონათანის დაქვემდებარებაში იყო (მოიხსენიებდნენ,როგორც – ჯონათანის აგენტები).უმთავრესი მოტივი დაკავებისა ჯონათანზე გასვლა იყო,თუმცა უაილდი იმდენად დახვეწილად მოქმედებდა,რომ მტკიცებულების შეგროვება მასზე ვერ მოხერხდამიუხედავად ამისა დაკავებულ და დასჯილი იქნა ჯონათანის 120 თანამზრახველი.ასეთი დარტყმის შემდეგ,ჯონათანმა შურისძიება გადაწყვიტა და რაც კი მოიპარებოდა ლონდონში ძვირფასი,არა მფლობელს უბრუნდებოდა,არამედ უცხოეთის ბაზრებზე იყიდებოდა.ამასობაში მოსახლეობამაც გაითავისა თუ რას წარმოადგენდა უაილდი და თუ კი ადრე მასზე “მზე და მთვარე” ამოსდიოდათ,ახლა უკვე უდიდესი სიძულვილის ობიექტად იქცა.ფაქტიურად მოახლოვდა ჯონათან უაილდის მიერ შექმნილი “სარფიანი ბიზნესის”დასასრული.საბოლოო ჯამში იგი მაინც დააკავეს ლონდონის კრიმინალური სამყაროს “ბოსი” და სასამართლომ მას სიკვდილით დასჯის (ჩამოხრჩობა) განაჩენი გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) 1725 წლის 24 მაისს ჯონათან უაილდი “თაიბერნის” სახრჩობელაზე ჩამოახრჩვეს.მიუხედავად მისი სიკვდილით დასჯისა – ჯონათან უაილდის და მის მიერ შექმნილი საოცარი თაღლითური სქემის შესახებ არა მარტო ინგლისში,არამედ მთელ ევროპაშიც საუბრობდნენ.სწორედ ამიტომ ჯონათან უაილდის პერსონის მიმართ ყურადღება დღემდე არ განელებულა და მრავალი მკითხველი ეტანება,მის შესახებ დაწერილ არაერთ ნაწარმოებს,მათ შორის – ჰენრი ფილდინგის მიერ დაწერილ რომანს – “ჯონათან უაილდი”.


ჰენრი ფილდინგის რომანი – “ჯონათან უაილდი”