“სიუდად-პერდიდა”

“სიუდად-პერდიდა” - ესპანურ ენაზე “Ciudad Perdidda”,თარგმანით აღნიშნავს “დაკარგულ ქალაქს”.იგი წარმოადგენს ანდების მთების ულამაზეს ბუნებაში არსებულ ერთ-ერთ უძველეს არქეოლოგიურ ძეგლს,ტაირონას ძველი კულტურისა,რომელიც მდებარეობს სიერა-ნევადას მთათა მასივისაგან იზოლირებულ რაიონში (კოლუმბია).როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ იგი აგებულ იქნა დაახლოებით 800 წელს,ანუ 650 წლით ადრე,ვიდრე ცნობილი მაჩუ-პიკჩუ.ადგილობრივი ინდიელი მოსახლეობა მას,მოიხსენიებს როგორც – ტეუინა,ხოლო თავად ადგილს კი – ბურიტაკად.აღნიშნული უნიკალური ქალაქის აღმოჩენა,სრულიად შემთხვევით მოხდა 1972 წელს,ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.მათ ქალაქის ადგილას აღმოაჩინეს ქვის კიბის საფეხურები,რომლებიც მთის მწვერვალისაკენ ადიოდა და როდესაც ამ საფეხურებს აყვნენ,მათ თვალწინ გადაიშალა უნიკალური ისტორიული ძეგლი “სიუდად-პერდიდას” სახით.ქალაქს მათ თავდაპირველად “მწვანე ჯოჯოხეთი” უწოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო ნაქალაქარის ძარცვა და მოპოვებული უმნიშვნელოვანესი ნივთების,მათ შორის ოქროს სტატუების ბაზარზე გაყიდვა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აქედან მიიქცია ყურადღება ხელისუფლებისა ამ ადგილებმა.1975 წელს ისტორიული ძეგლი უკვე კოლუმბიის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა.როგორც შემდგომ გაირკვა,ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა – არუაკოს,კოგისა და არსარიოს ტომის ხალხებმა,მისი არსებობის შესახებ კარგა ხნის წინათ იცოდნენ,თუმცა ამას საიდუმლოდ ინახავდნენ.”სიუდად-პერდიდაში”,მაშინ როდესაც ის დასახლებული იყო 2 ათასიდან – 8 ათასამდე მოსახლეს უნდა ეცხოვრა და იგი მიტოვებულ იქნა,რეგიონში ესპანელთა გამოჩენის შემდეგ.2003 წლის 15 სექტემბერს,აღნიშნული ისტორიული ქალაქი საბრძოლო მოქმედებების არეალში მოექცა,კოლუმბიის სამთავრობო არმიასა და კოლუმბიის მემარჯვენე პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირებისას.სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება “სიუდად-პერდიდაგან” 8 უცხოელი ტურისტის გატაცება,პარტიზანული დაჯგუფების მიერ.ამ მოვლენის შემდეგ,ისტორიულ ძეგლზე ტურისტების ასვლა აიკრძალა,თუმცა 2005 წელს კვლავ აღსდგა და დღეს იგი საკმაოდ დატვირთულ ტურისტულ მარშრუტადაც მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტურისტული მარშრუტი ხორციელდება ჩასვლა-უკან დაბრუნებით 200 ამერიკულ დოლარად,თუმცა ძეგლამდე ბოლომდე ვერცერთი ტრანსპორტი ვერ ადის და ამიტომ მასზე ასვლა, საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს ტურისტებისათვის.მიუხედავად ამისა “სიუდად-პერდიდას” დამთვალიერებელი არასოდეს აკლია.