“ჩუჩხე”

“ჩუჩხე” - ინგლისურ ენაზე “Juche”,წარმოადგენს უმთავრესს იდეოლოგიას – მარქსიზმის ჩრდილო კორეული ვერსიისა,რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში შემოტანილ იქნა 1955 წელს,ამ ქვეყნის პირველი ხელმძღვანელისა და “მარადიული პრეზიდენტის” – კიმ ირ სენის მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “ჩუჩხემ” 1972 წელს,უკვე სრულად ჩაანაცვლა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია ჩრდილოეთ კორეაში და იგი უმთავრეს იდეოლოგიად აქცია ქვეყნისათვის. (ავტორი გენია.ჯი) თავად სიტყვა “ჩუჩხე” განეკუთვნება ჰანჯას (ჩინური დამწერლობის კორეული სახელი) და მისი სრული განმარტება გახლავთ სიტუაცია,სადაც “ადამიანი წარმოადგენს,როგორც საკუთარი თავის ბატონს,ასევე გარემომცველი სამყაროსიც.”ჩუჩხე” კლასიკური ფილოსოფიური ტერმინია შორეული აღმოსავლეთისა,რომელიც მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ უმთავრეს იდეოლოგიად იქცა.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ იგი ჰარმონიულად ტრანსფორმირდა და შეერწყა მარქსიზმ-ლენინიზმის იოდეოლოგიას.1972 წელს,ცრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში ჩაიწერა,რომ ქვეყანა გახლავთ,სუვერენული სოციალისტური სახელმწიფო,რომელიც ხელმძღვანელობს “ჩუჩხეს” იდეოლოგიით.მის უმთავრეს ფილოსოფიურ ხედვას წარმოადგენს:

1. ადამიანი – გახლავთ მბრძანებელი სამყაროსი და საკუთარი ბედისა.

2. ცნობიერება – წარმოადგენს უმაღლეს ფუნქციას გონებისა.

3. ბუნება – გახლავთ ობიექტი შრომის და მატერიალური წყარო ადამიანთა ცხოვრებისა.

4. ადამიანი რომელიც დაავადებულია პირფერობით,კარგავს შეგრძნებას რეალობისა.

“ჩუჩხეს” იდეებმა,რიგ ქვეყნებში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია ისიც,რომ მსოფლიოს 26 ქვეყანაში შექმნილ იქნა სპეციალური კომიტეტები,რომლებიც დაფუძნებულ იქნა “ჩუხჩეს” იდეებზე.გარდა ამისა დედამიწის 5 კონტინენტის 200 უნივერსიტეტში,იკითხებოდა ლექციები აღნიშნული ფილოსოფიისა და იდეის შესახებ.მიუხედავად ამისა,”ჩუჩხეს” უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა და ამ იდეოლოგიას,ერთგვარად ადარებდნენ “სტალინიზმს”,რადგან მის უმთავრეს მიზანს “სოციალიზმი” წარმოადგენს.თუმცა აღსანიშნავია,რომ მიუხედავად მრავალი იდეური თანხვედრისა სტალინიზმთან,იგი სტალინიზმისაგან განსხვავებით,კატეგორიულად უარყოფს “რევოლუციების ექსპორტს” სხვა ქვეყნებში.

გარდა სტალინიზმისა “ჩუჩხეს”,აიგივებენ – ბელადიზმთან,იზოლიციონალიზმსა და მილიტარიზმთან,რის გამოც მის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება,საკმაოდ უარყოფითია.აღსანიშნავია ის გარემოებაც, (ავტორი გენია.ჯი) რომ გარდა იდეოლოგიისა,ჩრდილოეთ კორეაში,შემოტანილ იქნა “ჩუხჩეს კალენდარი”,სადაც ქრონოლოგიის ათვლა იწყება,როგორც ქრისტეს დაბადებიდან,ასევე კიმ ირ სენის დაბადებიდანაც (1912 წელი).ნულოვანი წელი (როგორც სხვა კალენდრებში) “ჩუჩხეს კალენდარშიც” არ არსებობს.ჩრდილოეთ კორეაში,აღნიშნული კალენდრის მიხედვით ორივე ქრონოლოგიური თარიღი გამოიყენება,მაგალითად ასეთი ფორმით: “16 მარტი ჩუჩხე 100 (2011 წელი).