უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXVIII”

მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,

სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,

უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ

და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

***

ჩემს ლექსს კი არა,საკუთარ თავს უთხარ მადლობა,

შენს სილამაზეს,შენზე უკეთ,ვინ რას გაუგებს?!

მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,

შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

***

შენ რომ მეათე მუზა იყო,თვით დრომ ინება,

შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით…

თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,

მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

***

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,

მე ცოდვად მექცეს,ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!